0

ნელა ბიჭო უბანია !

პიროვნება ე.წ "პასაჟირი" მოუწოდებს საჭესთან მჯდომ მეორე პიროვნებას სიფრთხილისკენ, დასახლებულ პუნქტში მოძრაობისას

-ნელა ბიჭო უბანია!
-ვხედავ შე ჩემა..

0

დაქალი აგვიყირავდა

სიტყვა გამოიყენება მაშინ,როცა რაიმეს აღნიშვნის შემდეგ მეგობარი ცუდად გიხდება ...

-რა ხდებოდა გუშინ? -რავი , არაფერი ისეთი ,აგერ დაქალი აგვიყირავდა..

0

გიჯმეტი

იგივე ჩვიდმეტი იყენებენ შეურაწყოფის მისაყენებლად

-დღეს რა რიცხვია?
-გიჯმეტი😂😂😂

0

ნოლზე ვზივარ

მომენტი როცა ძმაკაცი ოცი თეთრის დამატებას გთხოვს სიგარეტის საყიდლად, მაგრამ შენ მაგ ოცი თეთრით ჩუპაჩუპსის ყიდვა გინდა და ცდილობ დაარწუმო რომ ფული არ გაქვს. ან შეიძლება მართლა არ გაქვს.

-შეჩემა ოცი თეთრი არ გაქ?
-არა ძმაო, ნოლზე ვზივარ.

0

აკენწვლა

სიტუაცია როდესაც ძმაკაცები გეღადავებიან და ყველანაირად ცდილობ რომ არ აგიყოლონ მაგრამ ბოლოს მაინც აიკენწლები 😂😂

—-

0

გუშინ ჩამოთესლილი ახვარი

ფრაზა გამოიყენება ადგილობრივი მოსახლეობის მიერ იმ ადამიანის დასამცირებლად/აზრზე მოსაყვანად, რომელიც ჩამოსულია სხვა ქალაქიდან ან ქვეყნიდან და ცდილობს ზემოქმედება/ზეგავლენა მოახდინოს მკვიდრ მოსახლეობაზე ან თავი ზემოთხსენებულზე ჭკვიანი ჰგონია.

-ქვეყანა ჩალით ხომ არ არის დაფარული, ეს უბანია კალდუნ.
-შენ რა ?! შენ ვის ასწავლი უბანს ?! მე მასწავლი ? შე გუშინ ჩამოთესლილო ახვარო.

0

ე სად ბანაობ?!

სიტყვას აქვს მიმართულება პირისკენ რომელიც აზრზე არაა რას ლაპარაკობს

-ბიჯო ორჯერ ორი ოთხი როა ხოიცი
-ეე სადაბანაობ

0

ფშტ

თანხმოვანთა წყება, რომელიც გამოიყენება ზედმეტად ახლობელი ადამიანის შენსკენ გამოსახედებლად.
(პრაქტიკაში გამოიყენება ასევე "ფშშტ" და "ფშშშშტ").

-ფშშტ
-ჰო, რაიყო

0

დაგიკავშირდებით

ფრაზა, რომელსაც გასაუბრებაზე ხმარობენ და 90% არ გიკავშირდება.

-სამუშაოზე ამიყვანთ?
-გადავწყვეტთ და დაგიკავშირდებით.

0

რომელი საათია?

ეს მარტივი შეკითხვა ზოგჯერ იწვევს ოჯახის შექმნას, შვილებს, შვილიშვილებს და ა.შ უმეტესად აღნიშნული შეკითხვა გამოიყენება ხალხმრავალ ადგილას, როგორიცაა კ"ლ"უბი და ა.შ

- რომელი საათია?
- 23:00
-მადლობა, და ისე რას საქმიანობ?