0

გხატავს (შენს ტანზეა შეკერილი)

გამოიყენება მეგობრის შესაფასებლად საშოპინგოდ გაყოლის დაჟინებული თხოვნის დროს.

მიზნად ისახავს: შენი ემოციური და ფიზიკური დაღლისგან მიყენებული ზიანის, მოკლე დროში დასრულების საშუალებას.

0

შეივსება და გავალთ

მძღოლის მიერ შემოთავაზებული იმედის მომცემი გამოთქმა.

რომელიც განიმარტება, როგორც დასაჯდომი სკამების, ასევე დასადგომი ადგილების შევსების რადიკალურად გადამეტებული ზომების შემუშავებით.

0

ბავშვი გააღვიძე

მამების საყვარელი ფრაზა მას შემდეგ რა სუფრიდან ნაქეიფარი ბრუნდებიან და შვილის მოფერებას ლამობენ.

-მიდი ქალო ბავშვი გააღვიძე ჩავკოცნო

0

სოსოოო

უცნობი პიროვნება, რომლის სახელს მაშინ ვიყენებთ როცა რამე მოვიგეთ.

- გოლდ მაინერი გავხსენი სოსოოოოოო

2

მენთეშაშვილი

უნიკალური მოვლენა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში, რომელიც თამაშობდა მხართეძოს პოზიციაზე. მან დაამკვიდრა განსაკუთრებული სათამაშო სტილი, რომლის არსიც მდგომარეობს ბურთიანად 3-4 მეტოქისკენ გაქცევაში და იქ მის დაკარგვაში. ერთი შეხედვით ამას მხოლოდ ყლე ფეხბურთელი თუ იზამს, მაგრამ სინამდვილეში ეს გუნდს აძლევს დიდ ტერიტორიულ უპირატესობას.

- ვინაა ეს მარშუტკის მძღოლს რომ გავს? ამის ნაკრებში გამომძახებლის დედა მოვტყან!
- რას ამბობ მამა?! ეს მენთეშაშვილია, უბრალოდ შენი საფეხბურთო ინტელექტი ვერ წვდება მის სიდიადეს.

2

ორი ბურთი იმათ კარში

ეზოს ფეხბურთის თამაშის დროს კარგ გუნდში მოხვედრილი სამუდამოდ მეკარეობისთვის განწირული მოთამაშის დეპრესიის მიზეზი

ვეცვლებით 2 ბურთში ოღონდ იმათ კარში

0

აძინ ხუი

სიტყვათა მყარი შეხამება, რომელიც გამოიყნებენა როდესაც რაიმეს ვადარებთ და გვინდა ვთქვათ რომ მათ შორის დიდი განსხვავება არ არის.

- კოლა გინდა თუ პეპსი?
- აძინ ხუია.

0

გენაცვალე ტუტუებში

მოფერების მეტად თბილი ფორმა ახლო დმაკაცისადმი

როდესაც მეგობარი კარგ რამეს გაგიკეთებს მის მიმართ მადლობის გამოხატულება

0

აბიტურიენტი

11-12 კლასის მოსწავლე, რომელიც ცდილობს რომ ის მასალა რაც 12 წლის განმავლობაში უნდა ესწავლა 2 წელიწადში შეისწავლოს. დამახასიათებელი ნიშნები: ჩაწითლებული თვალები, უძილობა და სხვა.

...

0

,, ობში ჰაერი"

ამ ტერმინს იყენებენ 3-7 კლასელი ბავშვები საქმის გარჩევისას. აღნიშნავს,რომ ჰაერი საერთო მცნებაა და ყველას თანაბარი წვდომა აქვს ამ უკანასკნელთან. ხდება როდესაც ერთერთი სავარაუდოდ განდონა ბავშვი მანიპულირებს ჰაერით , ხოლო საკუთარ ქმედებას ამ ფრაზით ხსნის.

-ეე ბიჭო ხელი ჩაწიე
-ჰაერი ობშია ძმაო