0

სპორტი მქონდა

ეს ფრაზა გეხმარება მოიგერიო მშობლის კითხვა, თუ რატომ მოხვედი სკოლიდან ადრე. ძალინ ცუდია თუ მშობელი დაკვირვებულია და გეკითხება:"სულ სპორტი როგორ გაქვს?"

-ასე ადრე რატომ გამოგიშვეს
-სპორტი მქონდა
-სულ სპორტი როგორ გაქვს
-ოოოოო რავიციმე

0

პარავოზი

პარავოზი არის ორნაირი
1.ფრანგული ნაფაზის ქართული ვარიანტი.
2.ადამიანი, რომელმაც ახლახანს დაიწყო მოწევა და ღერს ღერზე ეწევა. უარეს შემთხვევაში ნაფაზსაც არ ურტყამს.

-რაიყო შეჩემა რა პარავოზივით ეწევი

0

ფაიზახს ბაზრობ

ფაიზახს ბაზრობ ანუ სიმართლეს ამბობ ეს ისეთი სიმართლეა რომელშიც ეჭვის შეტანა არ შეიძლება

შალვა ნათელაშვილი მუდამ ფაიზახს ბაზრობს

0

რავი

ყველაზე ნეიტრალური პასუხი კითხვაზე "რავახარ?" იმ ადამიანთან დიალოგზე თავის არიდების მიზნით.

-რავახარ, რას შვები?
- რავი, შენ?
- მეც ვარ რაა

0

სალაპარაკო გაქ?

სხვისი მობილურის ანგარიშით მოსარგებლე ადამიანის ტიპიური კითხვა, რომელსაც სულ "სასწრაფო საქმე" აქვს.

- პრივეტ ძმა, სალაპარაკო გაქ?
- მგონი კი
- აუ ძმურად, 2 სიტყვას ვეტყვი, პატარა გაუგებრობა მაქვს და არმინდა ჩემი ნომრით დავრეკო

0

ჩემი დაგარქვი

სიტყვათა ეს შეთანხმება განსაკუთრებით აქტუალურია თბილისის ცენტრალურ უბნებში და სიყვარულის განსაკუთრებულ გამოხატულებას გულისხმობს. "ჩემი დაგარქვის" მინიჭების შემდეგ გოგონას ეკრძალება გარეთ გასვლა 7ის შემდეგ და ფანჯრიდან გახედვა 9ის შემდეგ. წინააღმდეგ შემთხვევაში გოგონა პოტენციური სამიზნეა ზემოაღნიშნული სტატუსის მიმნიჭებლის და არაა გამორიცხული ხეიბარი ან ბრმა დარჩეს.

ჩემი დაგარქვი და ცოტა დასტოინად.
7ის შემდევფეხს გაადგავ და კოჭებს დაგიხვრიტავ.

0

საით?

ამ კითხვას სვამს ადამიანი მაშინ, როდესაც თქვენ მანქანას ქოქავთ და რომელიც პირდაპირ ვერ გეუბნებათ - გამიყოლეო.

- პრივეტ. საით??
- სამსახურში.
- მეტრომდე ჩამოგყვები რა.
- ზღვით მივდივარ

0

დილას პირში დაუღეჭავი ლუკმები მედო

ეს ფრაზა გამოიყენება, მაშინ როცა მამაკაცი ძალიან თვრება, მეორე დღეს კი მეგობარს უნდა აუხსნას თუ როგორ დათვრა წინა დღეს და იყენებს ამ ფრაზას.

-რა ქენი გუშინ გასკდი?
- გაჩე ბიჭო დილას დაუღეჭავი ლუკმები მედო პირში.

0

ლეკვია

ამბობენ პიროვნებაზე, რომელსაც აჯვამენ. ჯერ ბავშვია და არაფრის გაგებაში არაა.

კაი გაანებე ლეკვია შეჩემა