0

აბა შენ იცი

ამხნევებენ ერთმანეთს, როცა ამან არ იცის კონკეტულად რა იციცს იმან

აბა შენ იცი

0

მომიკითხე ყველა

ეუბნებიან ერთმანეთს დამშვიდობებისას და ამით გამოხატავენ პატიისცემას, იხდიან ვალს, მაშინ როცა, რომ შეუბრუნო კითხვა ვინ ყველათქო, ხშირ შემთხვევაში ვერავის იხსენებენ კონკრეტულს

მომიკითხე ყველა

1

ბაბუს კანკალი

მისალმების არატრადიციული ფორმა, გამოიყენება ძირითადად გონებრივად ჩამორჩენილი მეგობრების მისასალმებელ სიტყვად ,,ღადაობით".

-ბაბუს კანკალი
-ძმას პერაშკი

0

გოგოს ვკერავ

ბიჭის თავდაჯერებული მზერა, თვალის თვალში გაყრა, შიგადაშიგ გამარჯობის თქმა გოგს მისამართით

მაგარ გოგოს ვკერავ, ამასწინად მივესალმე კიდეც :)

4

ილიაუნი საუკეთესოა

ძირითადად ამ წინადადებას იყენებენ ისეთი სტუნდენტები რომელთაც აბიტურიენტობის დროს პირველ ადგილზე ეწერათ თსუ, თუმცა დაბალი ქულების გამო მოხვდნენ მეორე ადგილზე მდებარე ილიაუნიში , შესაბამისად თავის "გაპრავების" მიზნით იძულებულები არიან რო ილიაუნი საუკეთესოდ ჩათვალონ.

ბიჭო თსუ მარტო სახელია დარჩენილი თორე მანდაც მოვხვდებოდი

0

ბაზარი

ორ ან მეტ პირს შორის საუბარი, რომელიც შეიძლება გამწვავდეს და თრახში გადაიზარდოს

რა ხდება, რა ბაზარია?

0

ჩვენი ძმა

მესამე პირის აღმნიშვნელი ტერმინი, გამოიყენება მიმართვისას

ჩვენი ძმა, ბლიეთი ამიღე რა

0

აბა ახსენი

განმარტების სინონიმი , იგივე დეფინიცია , უმეტესად გამოიყენება ე.წ. რაზბორკაზე ან მსგავს შეკრებაზე , სადაც ერთი პიროვნება მეორეს მომართავს , რომ იმ სიტყვების დეფინიცია გააკეთოს რომელიც უწინ გამოყენებული იქნა კითხვის ავტორის მიმართ.

აბა ახსენი ბრატ შენი სიტყვები

0

მაყუთი

დიდი ან განსაკუთრებით დიდი ოდენობის ფული (ნებისმიერი ვალუტა)

მაყუთი იშოვე?

0

ზდ ალლ

საყოველთაო მისალმება (ძირითადად ბიჭებში) (გამოიყენება ისეთ ვიდეო-თამაშში როგორიცაა ქაუნთერი)

ზდ ალლ, როგორ ხართ ბიჭებო?