0

გულაობა

უფროსი , საბჭოეთ გამოვლილი ადამიანები ამ სიტყვას 37 მანეთად რუს ,ეგრედ წოდებულ ნაშებთან დროის ტარების აღსანიშნავად ხმარობდნენ.
ახალგაზრდობა კი "გულაობას" ღამის კლუბში არაფხიზელ მდგომარეობას უწოდებს .

ბორის ბრეჟაზე მაგრად ვიგულავეთ.

0

მზეობა

ყლეობის ზრდილობიანი ფორმა.

1. მაგარი მზეობა პონტია
2. შე მზეო

0

დაზეთვა

უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნის გამო არაადეკვატურად ნერვიულობა. ნერვიულობას ძირითადად ოფლიანობა მოყვება.

- ბიჭო რამე ფული გიდევს? - რავი რაღაცა მაქ. - რამდენი? - მაქ რა. - კაი რა დაიზეთე!

0

მოასწარი?

კითხვის ფორმა, რომელიც განკუთვნილია გარდატეხის ასაკში მყოფი მოზარდებისთვის, მას შემდეგ როდესაც რაიმე იდიოტობა ან ცუდი ხუმრობა გაუვარდებათ

სინონიმებია: ხოგითხარი უზმოზე არშეიძლებათქო,აიტ შე ჩუკენა შენა და აშ.

ჩუკენა ბავშვი:.... *ლე შუტკა
თესლი ტიპი (ხშირ შემტხვევაში ძმაკაცი): ხოგითხარი უზმოზე არიჩალიჩოთქო
გარშემომყოფი გარყვნილი საზოგადოება: სკდება სიცილით
თესლი ტიპი : level up +1 თესლი ტიპობა

0

აბა ხელი მოისვი

იხმარება მაშინ, როდესაც ერთ პიროვნებას წარმოსახვითი ეჭვი უჩნდება მეორეს მიმართ შიგ ხომ არ აქვს და გადამოწმებას ცდილობს.

- აუ მიყვარს !
- რა გიყვარს ?! შიგ ხო არ გაქ მოისვი აბა ხელი :)))

0

გაუვარდა

გამოიყენება განსაკუთრებული სილამაზის გოლის შემდეგ მოთამაშის ნიჭისა და დარტყმის სიღრმისეული ცოდნის დაკნინებისთვის და მომხდარს აკავშირებს ალბათობის თეორიასთან

ვაიმე რა გაუვარდა ბიჭოოოოოო

0

ტრაკს იქნევს იმნაირი ქალივით

იხმარება მანქანაზე როდესაც დრიფტის დროს მანქანა უკანა ნაწილს ზედმეტად აცურებს და იმნაირი ქალივით განიმარტება როგორც ბო*ი ქალივით

- ვერ დრიფტავს პროსტა ტრაკს იქნევს იმნაირი ქალივით