0

სსსსსსსს

ასოთა კომბინაცია, რომელიც გამოითქმება კაზინოში ოდნავ ჩლიფინით და ხმამაღლა. იშვიათ შემთხვევაში, რათა მოგვიხსნან ჩვენი კუთვნილი გაორმაგებული თანხა, ხშირად კი იმისთვის, რომ გადავსხდეთ სხვა აპარატზე, რადგან მიმდინარე აპარატს აღარ მოაქვს.

სსსსსსსსსს აქ მომიხსენი.

0

ამხელა მახსოვხარ

ძირითადად პანაშვიდზე ან ქორწილში შეხვდებით ამ სლენგს.გახსენების ბოლო ლეველი როდესაც მშობლები შენ თავს ახსენებენ ვიღაც ნათესავს.

-გულიკო ეს ჩემი შვილია
-რამხელა გაზრდილხარ შვილო ამხელა მახსოვხარ

0

ნიხუიასიბე

მეტად ემოციური გამოძახილი, რომელიც მოჰყვება რაიმე ისეთ მოვლენას რომელმაც ძლიერ გაგაოცა.

ნიხუიასიბე!!! ტიერში ჩატოვა(კაზინო, რულეტკა)

0

ერთით გვერდზე...

გამოუვალი მდგომარეობიდან შესაძლო გამოსავალი, როცა ერთით გვერდზე ციფრის ჩაგდებისას ყველა ვალს იხდიდი...

-ერთით გვერდზე გადაეტანა ბიჭო რააა!!!
-კარგად გედო?!
-ყველა ვალს ვიხდიდი!

0

კოსმონავტის წნევა

ბებიების და ბაბუების წნევას, რომელიც ასაკისდა მიუხედავად კარგ არტერიულ წნევას ატარებს, კოსმონავტის წნევას უწოდებენ.

-გამისინჯე, ერთი რაცხა თავი მტკივა.
-უფ, რა განერვიულებს, კოსმონავტის წნევა გქონია შე კაცო.

0

გასვლა გატარება

არც თუ ისე ძველი 21- საუკუნის ტერმინი... მოვისმენთ მეტროსადგურების შესასვლელთან მდგარი ადამიანებისგან. რომლებიც გთვაზობენ ერთჯერად სერვისს )))
რომ ვიცნოთ ხელში უეჭველი ეჭირებათ "საქართველოს ბანკი"-ს "Express Card"-ი (ალბათ რაღაცა რჩებათ თორე ისე რა პონტია) :D

-გასვლა გატარება ხომ არ გნებავთ?
-არა მადლობა სტუნდენტი ვარ (ან
-არა სოციალური მაქვს) )))

0

საშოვიჩი

ეძახიან პიროვნებას,რომელსაც დედა,და ან მამა კაი მუ*ელი ჰყავს

საშოვიჩ სახლში როგორ ხართ?

0

როგორც ასეთი...

სიტყვები, რომლებიც წინადადებას უფრო ეპიკურს და ეპატაჟურს ხდის. ძირითადად გამოიყენება ძაააან "არტ" სურათის დასასათაურებლად. მაგალითად: "ჭიქა როგორც ასეთი.."

ხე როგორც ასეთი....

0

შენ ვისზე ამბობ

ეს სიტყვა გამოიყენება მაშინ,როდესაც ერთი სუბიექტი მეორეს საუბრისას აჯვამს და ჩადენილ
ყლეობებს ახსენებს,მეორე სუბიექტი კი მოსაუბრეს ახსენებს, რომ ამ უკანასკნელსაც არანაკლები ყლეობები აქვს განაკეთები და ამიტომ მასზე დაცინვის უფლება არ აქვს

- რა სირი ხარ ბიჭო საფულე როგორ დაკარგე
- შენ ვისზე ამბობ შე ყლეო 2ჯერ მოგპარეს მობილური

0

გადავფიჩინდი

მომენტი, როდესაც გადავფიჩინდის გარდა, სხვა სიტყვით ვერ გადმოცემ თუ როგორ გაგეცინა.

-გაკვეთილზე რომ გააკუებს თქვენს გვერდით მჯდიმი

-აუ ახლა გადავფიჩინდები