0

ბანძაობა

აქტი, რომლის დროსაც სუბიექტი საკუთარი თავის დამამცირებელ ქმედებებს ჩადის.

გუშინ ძალიან ნასვამი ვიყავი და მაგრად ვიბანძავე...

0

ადამ კუკუს დროინდელი

ნიშნავს ძალიან ძველს, უძველეს ნივთს ან მოვლენას. ეს ტერმინი ხშირად გვხვდება საქართველოს სოფლებში (ან რაიონებში) მცხოვრები ადამიანების ლექსიკონში.

-ინეზა! ინეზაა! აბა დეინახე რავალი კაბა მამართვა ჩემმა ბელტიყლაპია სიძემ...
-რასა გავს ქალო აი კაბა ადამ კუკუს დროინდელია... ))))

0

ბებიაჩემს ყვერები რო ქონოდა ბაბუაჩემი იქნებოდა

შეგვიძლია ეს ფრაზა ვუთხრათ ჩვენს მეგობრებს რომლებიც ცოტა ცაში დაფრინავენ და რაგაც ილუზიებში არიან

-მანქანა რო მყავდეს და 2500 ლარიანი ხელფასი ძალიან კარგად ვიქნებოდი.
-ბებიაჩემს ყვერები რო ქონოდა ბაბუაჩემი იქნებოდა.

0

საბზეროსთან შეტაკება

ფრაზა საბზერო გადმონაშთია ცნობილი თამაშისა "მორტალ კომბატი". ქართული შესატყვისით ის იხმარება როდესაც ზამთარში გაყინულ უნიტაზზე ჯდები.

აუ იმენა საბზეროს დავეტაკე მარა რა მექნა ძალიან მინდოდა

0

კოკისპირული

ეს ფრაზა გამოიყენება მაშინ როდესაც სითხე შარდის ბუშტში მიაღწევს მაქსიმალურ რაოდენობას და ითხოვს დაცლას.

აუ საჭირო ოთახი სადაა კოკისპირულად მეფსია...

0

ხურდა არ მაქვს

მომენტი როდესაც ტაქსის მძღოლს უჩნდება იმედი, გამოიმუშავოს დათქმულზე მეტი თანხა.

-აუ ოცლარიანი გაქვს? მაგის ხურდას სად უნდა ვიშოვო ახლა..

3

ნედაიბოგები

"ნედაიბოგ" რუსული სიტყვა რომელიც ნიშნავს " ღმერთო არ მომცე " გამოიყენება ცუდი შესახედაობის ფეხსაცმლის უარყოფითად შეფასებისთვის

რა ნედაიბოგები გაცვია

0

მელეხი

ტერმინი ფართოდ გამოიყენებოდა 90-იან წლებში. ნიშნავს ძალიან მდიდარ, კარგად მცხოვრებ ადამიანს. ასევე იხმარება შურის შემცველ ფრაზებში...

-ბიჭო ნახე ეს რა მაგარ ზმანზეა!
-მელეხია მაგის ...

0

კუ-ნინძა

ეს ფრაზა გამოიყენება როდესაც შენი ახლობელი ფლობს განსაკუთრებულ აკრობატულ თვისებებს.

სად ახტი შეჩემა კუ-ნინძა ხარ?

0

ზატო ცოტას წვავს

ეს ფრაზა გამოიყენება მაშინ როდესაც იაფფასიანი, პატარა ძრავიანი და შეუხედავი მანქანა იყიდე და ცდილობ დადებითი მხარე უპოვო.

ორი ახლობელი : 1. ეს ჯართი სად ააგდე რას გავს??? 2 . ბიჭოო ჰოო მარა ზატო ცოტას წვავს.