დღეს მარისთან ვრჩები.
საკმაოდ ნაცნობი წინადადება,. როდესაც შეყვარებულთან უნდა გოგოს დარჩენა და სექსი, ამის გამო კი საუკეთესო დაქალის სახელს იყენებს.
-გადიხარ?
-კი, დღეს მარისთან ვრჩები!
საკმაოდ ნაცნობი წინადადება,. როდესაც შეყვარებულთან უნდა გოგოს დარჩენა და სექსი, ამის გამო კი საუკეთესო დაქალის სახელს იყენებს.
-გადიხარ?
-კი, დღეს მარისთან ვრჩები!
გულის სწრაფი ფეთქვა, რაღაც ცუდის მოლოდინში.
მეშინია
სიზმარში გაცოცხლებული ფანტაზია.
გუშინ კოშმარი ვნახე
გოგონა რომელიც უძველესი პროფესიის დამწყებ ეტაპზეა . მას წინ დიდი მომავალი აქვს უდიდეს ინდუსტრიაში. ამ სიტყვას იყენებენ ახალ გამოჩეკილ ბოზებში
-ფუ ეგ პატარა ბოზუკა ნახე რა
არასახარბიელო სტატუსი რომელიც შეიძლება ეროვნულების შემდგომ "აირტყა" . გეპეიშნიკობა ძირითადად პრავდება იმით თუ არქიტექტურაზე სწავლობ . პიროვნება რომელიც გეპეიშნიკი ხდება დროთა განმავლობაში გამოუჩნდება სიმპტომები : 1) შაურმის სიყვარული და შაურმების ქუჩაზე ბოდიალი 2) "ლ" 3) სხვა უნივერსიტეტის სტუდენტების გალახვა,დაბრეგვა 4) პოხუისტობა 5) პრიშჩიკი 6)არ გამოირჩევა პოპულარობით გოგოებში
- რა კაი ბიჭია
- ღადაოოობ , არ იცი გეპეიშნიკია ეგ !
-უნივერსალური სიტყვა რომელიც ერგება ყველანაირ სიტუაციას , შეიძლება პასუხად გაეცეს ნებისმიერ ნათქვამს . ამ სიტყვას იყენებ მაშინ როდესაც მოსაუბრე გეუბნება შენთვის არასანდო ან და დაუჯერებელ ინფორმაციას.
ძირითადად გამოიყენება უფროს თაობაში , ზოგჯერ ახალგაზრდებშიც . ახალგაზრდებში გამოყენებისას გამომყენებელი განიცდის შიშს რომ მას დასცინებენ ძველ მოდური გამონათქვამის გამო. სინონიმი - ...... არა კვატი
- ხო იცი უყვარხარ
- ვუყვარვარ არა ტოროლა
როგორც წესი, გამოიყენება იმ მდედრის მიმართებით, რომელმაც საპირისპირო სქესის სექსუალური ჟინი თავისი გენიტალიების დახმარებით დააკმაყოფილა.
-იმას თუ მისცა, მეც მომცემს, კაცო!
-შაკოს ცოლი რომ კოკას აძლევს, იცოდი?
იტყვიან ადამიანზე, რომელიც ნორმაზე გაცილებით მეტი ალკოჰოლური საშუალების მიღების შემდეგ წყობიდან გამოვიდა, სახე დაკარგა.
-ბიჭო, იმ დღეს გიომ სუფრაზე ვახოს სცემა.
-აუ, მაგან კიდევ გააპათოლოგა?
როგორც წესი, ამბობენ ადამიანზე, რომლის მიერაც ნარკოტიკული საშუალების კლუბში მიღება, კრახით დასრულდა.
აუ, გუშინ გიოს ბასიანზე არ გაუხსნა და იმენა მაგრად ჩაეჯვა.
მობილური ტელეფონის ეკრანზე არსებული გამოსახულებისთვის ფოტოს გადაღება. ძირითადად გამოიყენება პირადი მიმოწერებისა და მავანთა საღადაო პოსტების შესანახად, რომელიც ახლო წრეში გარჩევის საგანი უნდა გახდეს.
-გოგო, ნათკამ გუკას შეყვარებულის ძმის ცოლზე რა მომწერა, იცი?
-აუ, დამისქრინე, რა.