0

იმას მომყიდით?

რიტორიკული შეკითხვა, რომელიც ძირითადად აფთიაქში, თავდაცვითი სისტემის (ე.წ. პრეზერვატივის) შეძენის მიზნით ისმება. როგორც წესი, შეკითხვას მხოლოდ აფთიაქარის შეშმუშნული სახე და მყიდველისთვის სასურველი ობიექტის გადაცემა მოსდევს. ხელის სწრაფი მოძრაობით თანხის დახლზე დაყრის შემდეგ ხდება ლოკაციის მომენტალურად დატოვება.

(კარის გაღების ხმა)
- იმას მომყიდით?
............
- (კარის დახურვის ხმა)

0

მაძაგი

ადამიანი რომელსაც შმორის სუნი აქვს. გამოიყენება იმ ადამიანის დასახასიათებლად რომელსაც ნეგატიიური დამოკიდებულება აქვს დაბანისმიმართ. თბილისში ასეთი ადამიანების რაოდენობა საკმაოდ ბევრია და ძირითადად საზოგადოებრივ ტრანსპორტებში შეხვდებიით.

- სოსო შე მაძაგო, კიდევ არ დაგიბანია???

0

გადავირტყამდი

ჭამის აღმატებითი ხარისხი როდესაც მაგრად გშია და ფანტაზიებს მოიშველიებ)

გშია ძმა? აუ ისე მშია 14 ლარიან შაურმას გადავირტყამდი ყბაში

4

წინადადებაში მითხარი

სიტუაცია,როდესაც გეკითხებიან რაღაც სიტყვას შენ კი აზრზე არ ხარ და ცდილობ წინადადებას შეუხამო და თავი გენიოსი გგონია

წინადადებაში მითხარი-სიტუაცია,როდესაც გეკითხებიან რაღაც სიტყვას შენ კი აზრზე არ ხარ და ცდილობ წინადადებას შეუხამო და თავი გენიოსი გგონია

0

იდი ნა მორე ბეზკუპალნიკა

იდი ნა მორე ბეზკუპალნიკა არის იდი ნახუის სინონიმი. ოღონდ ზრდილობიან ფორმაში. გამოიყენება გოგოებთან სათქმელად და თავშეყრის ადგილასაც.

აუ ბიჭო შენ იდი ნა მორე ბეზკუპალნიკა რა.

0

ლაშა მაზანაშვილი

ქვეყანას მოვლენილი გაურკვეველი არსება,რომელიც თავისივე შესაძლებლობებით ცდილობს თანამედროვეობაში ადგილის დამკვიდრებას

გალა"კ"ტიონ მაზანაშვილი

0

აქრაშება

რუსთაველისეული მიჯნურობის არაპირდაპირი სინონიმი. ახასიათებს ჰომინიდების გვარის თითქმის ყველა სახეობას. პლებეურ ენაზე აქრაშება ნიშნავს რისამე/ვისამე მოწონებას, თვალის დადგმას აღმატებით ხარისხში. გავრცელებულია უკონტროლო თინეიჯერთა შორის. სიმპტომები: თვალების გადაქაჩვა, მრავლობითი ქრაშები გულის არეში, მოუსვენარი ცქმუტვა.

-რა დაგემართა?
-მგონი ამექრაშა

0

გაფეტიშება

თბილისელი გამოსული გოგოს მიერ განხორციელებული ე.წ “სტალკისა” და “ქრაშობის” ერთიანობა წარმოსადეგი ჯეელი კახელის მიმართ, რომელსაც არც კი შეხვედრია.

-გოგო მგონი დემნა გავაფეტიშე
-აუ ხოო ძაან კაიტიპია

0

ვინდოუსს გადამიყენებ?

მეტწილად გამოიყენება პროგრამისტთან მისალმების შემდგომ. ამ ფრაზას ხშირად იყენებენ მეზობლები რომლებსაც გადაეწვათ კომპიუტერი და აქვთ იმედი, რომ მათი მეზობელი (პროგრამისტი) ვინდოუსის გადაყენებით აუმუშავებს მას.

- გოგო გაიგე ნარგიზას შვილი ხაკერი რომ ყოფილა?
- ვაიმე რა კარგია, ტელევიზორი გამიფუჭდა და ვინდოუსს გადამიყენებს?