0

წარბეიჯერი

თინეიჯერი ასაკის ადამიანი, რომელიც ხშირი წარბებით გამოირჩევა. ხშირად მისი წარბების ფორმა მოგვაგონებს ე.წ მანქანის ბრენდის ,,მაზდას'' ლოგოს

ეს თინეიჯერი კიარა სუფთა წარბეიჯერია

0

თესლი

თესლი უნივერსალური სიტყვაა და გამოხატავს თუ რამდენად მაგარია ესა თუ ის ნივთი ამ სიტყვას თითქმის ყველა მამაკაცი იყენებს ემოციის გამოსახატად

როდესაც ჩვენმა მეგობარმა შეიძინა ახალი ნივთი და გვანახებს ჩვენ ვპასუხობთ აუ რა თესლობაა რაც აუცილებლად აბედნიერებს მას

0

ქრაში

ძირითადად ამ სიტყვას იყენებენ "გაჩითული" გოგოები როდესაც ვინმე ბიჭი მოწონთ ან ყ*ევდებიან მასზე.

"გაჩითული" გოგონა სეირნობს დაქალთან ერთად ის ამბობს ვაიმე ამ ბიჭზე ვქრაშავ რაც ნიშნავს რომ ამ ბიჭზე ყ*ლევდება

1

მურთხი

შეიძლება ითქვას, რომ "მურთხს" სამი ახსნა აქვს:
1) რაღაც მხრივ, "მურთხი" ცოტატი რასისტული და ქსენოფობიური სიტყვაა. გამოიყენება მუქი კანის მქონე ადამიანების ან უბრალოდ, ბინძური ადამიანების აღსაწერად.
2) "მურთხი" ასევე ხშირად გამოიყენება შავგვრემანი, ცოტატი არამიმზიდველი, ცუდად ჩაცმული და მოუწესრიგებელი ადამიანების აღსაწერად. იმისთვის, რომ ნათლად აღიქვათ ასეთი ადამიანი გუგლში დასერჩეთ: ანრი ჯოხაძე
3) "მურთხი" წარმატებით გამოიყენება, დაშორებული წყვილის აღსაწერად. იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ წყვილის დაშორების შემდეგ, სამეგობრო ავტომატურად ირჩევს ორიდან ერთს "მურთხს".

"შეხედე რას ჰგავს, ფუ, მურთხი!"

0

წასულებზე გაჩერება არ შეიძლება

ეს სიტყვები მოსდევს ქართულ სუფრაზე მიცვალებულთა ხსოვნის სადღეგრძელოს, როდესაც სუფრის აქტიურ წევრს ან თამადას სურს დალევა, სუფრის წევრების სმაში აყოლიება ანდაც მართლაც სჯერა ცრურწმენის, რომლის მიხედვითაც წასულებზე გაჩერებას ცუდი იღბალი მოაქ ამიტომაც საჭიროა რომ მას შემდეგ დალიონ მომავალი თაობის/პატარების სადღეგრძელო.

-სოსო სად მიდიხარ ბიჭო
-ხოიცი საქმეებიმაქ ხვალე სამსახურში მივდივარ
-ეე შეკაცო ერთც დაგვილიე მერე, ხოიცი რო წასულებზე გაჩერება არ შელძლება

0

იოსებიძელი

იოსებიძე არის უნივერსალური ქუჩა რომელმაც ბევრი წარჩინებული მოქალაქე გვაჩუქა. ცოტა ძაან ბევრი ნარკომანი ბინადრობს ასევე.იოსებიძელები კი უნივერსალური ხალხი არიან რომლებსაც მატაობაც შეუძლიათ და ბლატაობაც...

იოსებიძელია ეგ არასწორი მოდი სახე ავახიოთ.

-რაუბნელი ხარ?
-იოსებიძელი...
-კარგად.

0

დაასხი, გაშრა ყელი

სუფრაზე წარმოთქმული ბიძაკაცის სიტყვები (ცოტა ჩახლეჩილი ხმით), " აბა შევავსოთ სასმისებისგან" ან "წასულებზე გაჩერება არ შეიძებასგან" განსხვავებით, პატივცემული უკვე პირდაპირი მნიშვნელობით ამბობს, რომ ღვინის დალევა უნდა

-გელაა შე ვირიშვილო, მერიქიფე ხარ თუ ვინ ხარ
დაასხი გაშრა ყელი

0

უეჭველი 5 კუში

აღნიშნული ფრაზა ასახავს პიროვნების თავდაჯერებულობას და მის ბუკმეიკერულ ნიჭს. წინადადება შესაძლო გამდიდრების ან გაკოტრების მომასწავებელია, ამ უკანასკნელის მიზეზი კი ძირითადად შემთხვევებში "ერთი იგრის გასხმაა".

-უეჭველი 5 კუში ვიცი, ძმა.
-სანდოა?
-დარეკილია, 100 ლარში დაიწერება.

0

მოხვედი?

რიტორიკული შეკითხვა, რომელიც ყველანაირ ლოგიკას ცდება.

-მოვედიი
-მოხვედი გიო?

0

ატრაკებ და გიხარია

ფრაზა, რომელიც გამოიყენება სხვისი იმედების (აგებული კოშკების) დასამსხვრევად

- ბიჭო მაგარი ბიზნეს გეგმა მომაფიქრდა, მალე დიდ ფულს ვიშოვი.
- ეეე ატრაკებ და გიხარია რა.