0

მოხვედი?

ერთი შეხედვით არაადეკვატური კითხვა იმ ადამიანის მიმართ ვისაც ნამდვილად ხედავ, რომ მოსულია, თუმცა კითხვა ძირითადად იხმარება დიალოგის დასაწყებად

მოხვედი?

0

ვაჟიშა

ახალგაზრდა მამრი, რომელმაც ჯერ ვერ გამონახა 40 ლარი რათა ჩინელებში წავიდეს.

ვაჟიშ ქეთა მაინც დაკერე ნუ ციკლოპაა მარა არაფერს ხო სჯობს...

1

პრეზიდენტი

ნოყიერი, ნაზი 80-82 პროცენტიანი კარაქი, რომელიც უფრო ხშირად დიდ სუპერმარკეტებში - გუდვილში ან კარფურში გვხვდება.

სარდელზე პრეზიდენტი წავა?

1

რა ჭამე?

კითხვა ძირითადად გამოიყენებოდა 90-იან წლებში უმცროსი ოჯახის წევრის მიმართ, რომელიც რამდენიმე წუთის დაბრუნებული იყო მეგობრის დაბადებისდღიდან, კითხვის მთავარი მოტივატორი იყო სიდუხჭირე

მოხვედი? რა ჭამე ?

0

ასფალტი ვჭამოთ?!

2003-2012 წლებში დაბალი შემოსავლის მქონე პირთა უკმაყოფილების გამოხატვის საშუალება ნაცების მიმართ.

ასფალტი ვჭამოთ?! სამუშაო ადგილები შექმენით!

1

მიწამ პირი უყო

ფრაზა აღნიშნავს ობიექტის გარდაცვალების დადასტურებულ ამბავს, იხმარება მეორე ობიექტის ინტერესის სფეროს დასაკმაყოფილებლად სუბიექტის მხრიდან

მას მიწამ პირი უყო

1

ანაკომი (ანაკომის სუპი)

პლასმასისგან დამზადებული უფუჭებადი სუპი, რომელიც 90იანებში საკმაოდ პოპულარული იყო. მას მერე შემორჩენილი სუპები საღ გონებაზე უმად არ იჭმევა.

ლარიანი მაქვს და წამო ორი ანაკომი დავითრიოთ.
აუ ანაკომი მომინდა მაგრად.

0

გაღმა რუსთავი

მტკვარი ქალაქ რუსთავს 2 ნაწილად ჰყოფს, რის გამოც სხვადასხვა მხარეს მცხოვრები მოქალაქეები ერთმანეთს გაღმელებს, შესაბამისად ნაწილს კი გაღმა რუსთავს უწოდებენ.

დღეს გაღმა გავიდეთ მერიასთან (ახალი რუსთავიდან ძველ რუსთავში გასვლას აპირებენ)
დღეს გაღმა გავიდეთ იუსტიციასთან (ძველი რუსთავიდან ახალ რუსთავში გასვლას აპირებენ)

1

დაზარალებული

მივაგდე მაცივარზე , დავარტყი სახეში,თითზე ვუკბინე სანამდე მეორე დაბრუნდებოდა შეხედა მეორემ , რომ ერთი ვერ მომერია თითზე ვუკბონე და გამწარებული ვარტყმეინებდი თავს მაცივარზე გამომივარდა მეორე დამაჩოქეს იქ დამსხეს აბრეზები თავში.
საუბრობს დაზარალებული

ორივე დაძმანი დაზარალებული