1

ეს იყოს აქ

ფრაზა, რომელსაც გამოიყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებში არც ისე გათვითცნობიერებული ახლო მეგობარი, როდესაც აბსოლუტურად კონტექსტიდან ამოვარდნილად ჩათში რაიმე ფაილს ან ბმულს გიგდებს, რომელიც შენი ნახვისთვის განკუთვნილი არ არის, იმის მაგივრად, რომ იგივე ფაილი/ლინკი საკუთარ თავს ჩაუგდოს ჩათში.

1: -ჰოდა, მოკლედ, ძაან კარგი ჯგუფი შემხვდა ამ სემესტრში
2: -www.pornhub.com/JohnnySinsPlumberCompilation
2: -es iyos aq
2. -da leqtori rogoria, gogo?

1

წეწანს

ხაშურული სიტყვა და ნიშნავს სისწრაფეს.

- შენი ველოი რას წეწანს
- მა ბიჯო

0

ლარიც დაამატე

თხოვნა/მოთხოვნა რომელსაც იყენებენ ორდიპლომიანი დაჩაგრული თაობის წარმომადგენლები და რომელზე თანხმობის შემთხვევაშიც თქვენთვის სასურველ დანიშნულების ადგილზე აღმოჩნდებით

-აჭარასთან 5-ად გამიყვან?
-ლარიც დაამატე, პროპკებია
-ხარაშო

0

ყვინთანს

ეს უნივერსალური ხაშურელი ხანში შესული მამაკეცების
სიტყვა რომელიც ნიშნავს ძინავს.

- გოგია სადდა ?
- ყვინთანს

0

ორშაბათიდან სწავლას ვიწყებ

ფრაზა აღნიშნავს, რომ ორშაბათიდან სწავლას იწყებს მაგრამ ეს ორშაბათი სკოლიდან მოყოლებული უნივერსიტეტის დამთავრებამდე არ დამდგარა.

–რა ქენი გამოცდაზე?
– 4 ავიღე, ორშაბათიდან უნდა ჩავუჯდე და გამოვასწორებ

1 წლის შემდეგ : ნეტა ატესტატის ყიდვა შეიძლება?

0

აჩოკი

სიტყვას იყენებენ 50 წელს გადაცილებული ძირითადად მამაკაცები რომლებიც მიმართავენ სკოლის მოსწავლეებს მათი აკადემიური მოსწრების განსაზღვრის მიზნით.

რა აჩოკებზე სწავლობ?

0

აბა მე ვიტყუები ბრატ?

ძირითადად გამოიყენება ქუჩური გარჩევებისას. შეიძლება ითქვას ნებისმიერი სახის არგუმენტის საპირწონედ, მეტიც, ის უთუოდ საგონებელში აგდებს ოპონენტს.

-... მასე არ ყოფილა, მე სხვანაირად მითხრეს.
-აბა მე ვიტყუები ბრატ?!

0

პრავა დაასველე

მოცემულ სიტუაციაში პირი რომელმაც წაარმატებით ჩააბარა მართვის მოწმობის გამოცდა, ვალდებულია დაჯავშნოს წინასწარ შერჩეული რესტორანი. ტრადიცია თაობებს გადაეცემა.
წინააღმდეგ შემთხვევაში გამოცდა "ბიჭობაში" ჩაბარებულად არ ითვლება.

- ბიჭო პრავა აიღე?
- კი
- როდის ასველებ?

0

რამე ხოარ გაქ?

შეკითხვა რომელიც ხშირ შემთხვევაში წარმოადგენს გზას რომლითაც შესაძლებელია გაარკვიო აქვს თუ არა ობიექტს მსუბუქი ნარკოტიკული საშუალება

-რამე ხოარგაქ ბრატ?

0

ასე იზავ?

კითხვა რომლის დასმის შემდეგაც აკეთებენ ერთი დღის წინ ნასწავლ რაღაცას რითიც ამაყობენ

.