0

შუაში არაა, თავშია.

ფრაზა, რომელსაც იყენებენ "რა შუაშია?"-ს პასუხად მაშინ, როცა არგუმენტი არ აქვთ.
იმედი მაქვს ამ ფრაზის გამო ერთ დღეს ვინმეს თავს გაუტეხავენ :))

- აუ ეგ რა შუაშია?
- შუაში არაა, თავშია.

0

თქვეჩემა

იგივეა რაც "შეჩემა" ან "სეჩემა"-ს ზრდილობიანი ფორმა. თქვეჩემათი მიმართავენ უფროსი ასაკის პატივცემულ ადამიანებს ან ისეთ მეგობრებს, რომელთაც უტყდებათ შეჩემათი მოხსენიება.

- ლევან. წამო შეჩემა კაფეში ჩავიდეთ არ გშია? აუ იზივინი - თქვეჩემა უნდა მეთქვა.

0

ღრუზინი

ქართველი კაცი, რომელიც არ არის ტოლერანტი და აქვს მოძველებული მორალი, ასევე აქვს ცუდი დამოკიდებულება თავისი ცოლის მიმართ

ნუ იქცევი ღრუზინივით!

0

ბაბუ

მიმართვის ფორმა, ახასიათებთ ე.წ. ბაბულიკ ტიპებს. ამით ისინი ხაზს უსვამენ თავიანთ თბილ დამოკიდებულებას ადრესატის მიმართ.

აუ ბაბუ, როგორ მომენატრე ტოოო.

0

მოხოდვა "

ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ყოფნა და ენერგიაზე მოსვლა.

აუუუ ბაბუუ, მაგარი მოხოდილი ვაარ, ცეკვა გინდაააა?