0

ტრაილერი ხო არ გვეყიდა?ან საშაურმე ხო არ გაგვეხსნა

მომენტი როდესაც მაყუთი გაქ და რა გააკეთო არ იცი ან როცა უბრალოდ პანდას მუსიკებს უსმენ

ტრაილერი ხო არ გვეყიდა? ან საშაურმე ხო არ გაგვეხსნა? რაცოლ-შვილი დატოვა და ვის გამო

0

აფსუს

ძირითადად ამ სიტყვას ვზროსლები იყენებენ, როდესაც თავიანთ წარსულს მისტირიან.

აფსუს რა ბიჭი ვიყავი...

0

კი და ცოტა კიდე გადააქვს

ავტომობილის მეპატრონის პასუხი დასმულ კითხვაზე მანქანა ,,იდგავს თუ არა იმდენს , სპიდომეტრზე რამდენიც აწერია``.

- დვა ი ნოლია ძმა ?
-კი , გასპორტულებული
-თავისას იდგავს?
-კიი და ცოტა კიდე გადააქვს

0

ახა შეუსრულდა 300 წელი

როდესაც რამე ნივთი გაგიფუჭდება

როდესაც წერისას პასტა აღარ წერს ახა შოუსრულდა 300 წელი ამ დედამო+×ნულს ამას

0

კუ ვიყო

ბო*იშვილივიყოს ზრდილობიანი ფორმა.

- მატყუებ
- არა, კუ ვიყო

0

მიჩქმიტე

ამ სიტყვას ამბობს ადამიანი, მაშინ როცა სურს დაადგინოს ესიზმრება თუ რეალურია მისი ამჟამინდელი მდგომარეობა. "მიჩქმიტე" გამოიყენებე როგორც კარგ ასევე ცუდ მომენტებში.

- თქვენ მოიგეთ მანქანა
- მიჩქმიტე

0

ალბათ უეჭველი

ხშირად იყენებენ ერთად ამ 2 ურთიერთსაწინააღმდეგო სიტყვას იმშემთხვევაში, როდესაც არ არიან დარწმუნებული თავიანთი ნათქვამის სისწორეში

-რას ფიქრობ გამოვა რამე ?
-ალბათ უეჭველი გამოვა

0

მაგდენს ყურში ვისხავ

მოქეიფე ხალხის დამცინავი ფრაზა სხვა ადამიანის მიმართ რომელიც მასზე ცოტას სვავს.

-გუშინ 2 ლიტრი ღვინო დავლიე
-ეგ რა არი მაგდენს ყურში ვისხამ