0

აჭარაზე 5 ლარი ჩამირიცხე რა

მომენტი როდესაც პიროვნება აშკარად გრძნობს, რომ იღბლიან პალასაზეა (იხილეთ სიტყვა პალასის განმარტება) და სულ რაღაც 5 ლარი აშორებს ჯეკპოტამდე, მიუხედავად იმისა, რომ არაერთი წარუმატებლობის შემდეგ მივიდა იმ დონემდე, რომ სხვას თხოვოს ჩარიცხვა. მოცემული ტექსტის ადრესატები არიან როგორც მამრობითი ისე მდედრობითი სქესის წარმომადგენლები

უეჭველი ვიცი ტიერი თამაშდება და ძმურში აჭარაზე 5 ლარი ჩამირიცხე რა

0

რამე გააქ?

ამ წინადადებას იყენებენ იმ შემთხვევაში თუ ძმაკაცი სოფელში იყო და ახალი ჩამოსულია რაიცი რახდება

რაშვები დავით რავახარ ძმაკაც რამე გააქ?

0

დავნიძლავდეთ *ლის მოჭრაზე

ერთ-ერთი მოქიშპე მხარის ფრაზა, რომლითაც ის ხაზს უსვამს თავის დარწმუნებულობას სიმართლეში და მზად არის დემოგრაფიულად შეასუსტოს ქვეყანა თუ მტყუიანი აღმოჩნდა.

-რააა ბიჭო ?! დავნიძლავდეთ *ლის მოჭრაზე!

0

ხელცქვიტა

ეს შესატყვისი გამოიყენება იმ ადამიანის მიმართ, რომელიც ისე გამოიყურება, თითქოს ახალი დამთავრებული ჰქონდეს მასტურბირება. მოცემული სიტყვა ასევე გამოიყენება მეგობრის ან ძმაკაცის მიმართ, როდესაც იგი უჩვეულოდ დაბნეულია.

-რა გჭირს შეჩემა?
-რავი უცბათ რაღაცაზე ჩავფიქრდი...
-აუ რა მაგარი ხელცქვიტა ხარ!

0

ჰაა ავყაროო?

იგულისხმება ფურცლების, ქსეროქსების დასტის ჰაერში აყრა იმ მიზნით რომ ქუჩაში ან უნივერსიტეტის შენობაში მომავალმა სამპათიურმა ბიჭმა აგაკრეფინოს ეს ფურცლები და მიხვდე ის ის არის თუ არა ( ს’წ’ენკის ჩადგმის პერსპექტივით )

- ნახე გოგოო, რა კარგი ბიჭი მოდიიის
- ჰაა ავყაროო?

0

გავიყლისძირე

გამოიყენება ადამიანის მიერ, რომელმაც არცთუ ისე დიდი ხნის წინ შაურმა შეჭამა და გამოხატავს, თუ რაოდენ დანაყრებულია.

-აუ დღეს 13 ლარიანი შაურმა გავიყლისძირე.

0

ფულიანი მეგობრები

მეგობარი, რომელიც ეკონომიკური შესაძლებლობებით საშუალოზე მაღალ დონეზე დგას. ძირითადად ასეთი მეგობრების პიროვნულ თვისებებს არავინ აქცევს ყურადღებას, რადგან ეს პიროვნება მრავალმხრივ გამოსადეგია და არ ღირს მისი დაკარგვა.

-ლაშა რას შვება, როგორ არის?
-ფულიანი მეგობრები გაიჩინა და მაგარ პონტშია.

0

მუტლების მოხსნა

მოცემულ ფრაზას ძირითადად ორი ძმაკაცის დიალოგში შეხვდებით, როდესაც ისინი გადაწყვეტენ ერთად წავიდნენ სადმე, სადაც გაიცნობენ ახალ გოგონას და მათ დაითანხმებენ ინტიმურ კავშირზე.

-რას შვები ლუკა როგორ ხარ?
-რავი არაფერს შენ?
-რავი წამო დღეს მაგარი კლუბი ვიცი უეჭველი მოვხსნით მუტლებს.

0

გავადაოთ

გამოიყენება ორი ძმაკაცის აზრის თანხვედრისას ,როდესაც ორივე მხარეს სჯერა,რომ ტოტალიზატორის 5 ლარით 400000 ლარს მოხსნიან.

წამო, ძმურად, გავადაოთ!

0

მეჟდუ ნამი

ფრაზა, რომელიც გულისხმობს ინფორმაციის ორ მოსაუბრეს შორის დარჩენას და მყარდება მეორის პასუხით - "მაგილა ვარ". რეალურად, ნახევარ საათში მთელმა ქალაქმა იცის ვინ რა თქვა.

-ოღონდ მეჟდუ ნამი რა
-მაგილა ვარ