0

ბიძერი

ეგზისტენციალური ჩიხისა და დეპრესიისაგან თავის დაღწევის უებარი საშუალება. რეკომენდირებულია მიღება დღეში ორჯერ: დასინვამდე და აჭრის შემდგომ. გვერდითი მოვლენების თავიდან ასაცილებლად გთხოვთ მიმართოთ ექიმს (ეს პროსტა არ შევცვალოთ, კლასიკაა)

- ვაა ბაბუ რა მაგარ ხასიათზე ხარ?
- ბიძერის დამსახურებაა ბაბუ <3

0

ლოტკინი

თბილისის გარე უბანი. ლოტკინის მოსახლეობას ჰგონია, რომ ლოტკინი ქალაქის ცენტრია. (თბილისის რუკის მიხედვით)
მაგრამ, როდესაც გასვლა უწევთ თბილისის სხვა უბნებში, ამბობენ, რომ ქალაქში 'ჩ'ადიან.

- სად მიდიხარ?
- ქალაქში ჩავდივარ და ამოვალ მალე.


- გიუშ სადხარ?
- ქალაქშივარ ბრატ, რახდება ხო მშვიდობაა?

0

აწვალებ ძია?

მამას ნასვამი ძმაკაცების ერთადერთი კომუნიკაციის საშუალება პატარა ბიჭთან.

აწვალებ ძია??

0

ერთმა გატეხა/გაასხა/ჩაიჯვა

ხმარობენ გულდაწუხრებული ახალგაზრდები რომლებსაც ერთმა თამაშმა შეუშალა ხელი მოეგოთ ნანატრი თხუტმეტი ლარი.

დაჯდა გუშინდელი ბილეთი? - არა, ერთმა გატეხა

0

ჩემი პატარა ძმა იჯდა და...

თავის დაძვრენის ერთ-ერთი საშუალებაა, თანაც ძალიან ხშირი.

- სასტავ მე არ დამიწერია ეს (სტატუსი, კომენტარი), ჩემი პატარა ძმა იჯდა)))))

0

დაკრიშვა

ადამიანის მატერიალური და არა მხოლოდ მატერიალური უზრუნველყოფა ვიღაც სხვა ადამიანის (ძირითადად საყვარლის ან გავლენიანი მამის) მიერ.

არა ძმა, აზრი არ აქ, მაგას მაინც ზემოდან კრიშავენ და მერე რო რამე ისევ ჩვენ დაგვენ***ვა..

0

ჟივუჩი

ითქმის პიროვნებაზე, ვისაც ბევრი ხიფათი გადახდენია და მაინც სახსალამათი გამოსულა, უვნებელი და თითქოს არაფერი შემთხვევია კვლავ აგრძელებს ხიფათიან ცხოვრებას

მაგარი ჟივუჩია შეჩემა, ტიპს არაფერი ემართება

0

ჯოკერს დაგინებული აქვს

გამოიყენება ჯოკრის თამაშის დროს როდესაც ერთ-ერთი მოთამაშე გულზე სკდება, რადგან მას ჯოკერი მესამე პულკა არ მოწევია.

ბო**შვილივიყო ჯოკერს დაგინებული აქვს

0

ე ვასია!

ეს ფრაზა გამოიყენება საკუთარი სახელისა და პიროვნების უკეთ წარმოჩენისა და შენი დაკნინებისათვის.

-ე ვასია, ამას ვის უტოვებ?