0

მამაშენი მეშუშეა?

ფრაზა გამოიყენება ტელევიზორის წინ დამდგარი პიროვნების მიმართ, რომელმაც ხედვის არეალის გათავისუფლება გონივრულ ვადაში ვერ მოისაზრა

გამოიწიე ბიჭო, მამაშენი მეშუშეა?

0

ა*ლისძირება

ფრაზა ე
რომელიც გამოიყენება მაშინ როდესაც შეამჩნევთ ვინმეს (გამვლელის,მეგობრის,ძმაკაცის) დაცემას დავარდნას...

ჰაჰაჰა ნახე (ლევანა) რა *ლეურად *ლისძირდა:დ

0

რა ქენი გუდუნა ეს?

იგულისხმება რომ ერთმა პიროვნებამ მეორეს მოულოდნელი და არც თუ ისე სასიამოვნო რამე გაუკეთა,ძირითადად ძმაკაცმა ძმაკაცს

რა ქენი გუდუნა ეს

0

ჩაისვარა

ჩაისვარა - ამ სიტყვით გამოხატავენ განწყობას იმ ადამიანის ქმედების მიმართ, როცა მისი დიდი იმედი გქონდა და ვერ გაამართლა, იგივე ,,გამაზა"... )))

ჩაისვარა ჩვენმა გუნდმა... )))

0

შენ რა სექსი ხარ

იგულისხმება რომ პიროვნება გამოიყურება კარგად,გემოვნებიანად აცვია და თმებიც „რადიოზე უყენია“ (თუ აქვს).

შენ რა სექსი ხარ

0

რამე გავაფუჭოთ

გამოიყენება უფულობის, უნარკატობის და უპონტობის დროს, როდესაც მდგომარეობა ხშირ შემთხვევაში შეუცვლელი რჩება.

ბიჭო ესე ხო არ ვიქნებით რამე გავაფუჭოთ რა.

0

ეგ ვიცი ასიანია

ძირითადად გამოხატავს ინდივიდის თავდაჯერებულობას, რითაც ობიექტი ცდილობს სხვებს დაუმტკიცოს, რომ იგი ჭეშმარიტებას ღაღადებს, შეიძლება გამოყენებულს იქნას როგორც " სტა პრაცენტიანი ხარ" (ეჭვი არ მეპარება შენს სიმართლში)

მასწავლებელი : გივი ჩამოთვალე თამარ მეფის ბრძოლები !
ძმაკაცი: აი სად დაგენ*რა
შენ : "ეგ ვიცი ასიანიი"...
მასწავლებელი: გივი დიდხანს გელოდო ?
შენ : შამქორი და ბასიანი !

0

ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკი

იგივე ნაკრძალი/შერვუდის ტყე - თავისა და წვერ-ულვაშისათვის (მამაკაცების შემთხვევაში) განკუთვნილი ადგილების გარდა, სხეულის სხვა ნაწილებში ფართო მასშტაბებზე გაზრდილი თმა (ფანჩარი, თმა იღლიაში, მკერდზე, ზურგზე), რომელიც წესისამებრ იმხელა ფართობს არ უნდა იკავებდეს, რამხელაც უკავია.

აუ ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკი, სიმონ! გაიპარსე შეჩემა, ირემი გამორბის!

0

გზა უნდა გადაკეტო?

როცა სიგარეტის დატოვებაზე მიდგა საქმე და ერთს ძაან ეჩქარება მოწევა მეორეს კი ენანება მიცემა

კაი შეჩემა რა ჩაწვი ბოლომდე ბარემ.

1

დაუკრეფავში გადასვლა

ფრაზა გამოიყენება მაშინ, როდესაც დამწყები გლეხი მოსავლის აღებისას, გართული ჯერარდამწიფებული ნაყოფის კრეფას დაიწყებს. მარა კამანდა არასწორად იყენებს და ტიპი რო თავზე გადაიჯვავს მაგ დროს აძრობენ.

....