ბიძერი
არც მეტი არც ნაკლები. ბიძერი საშუალებაა ყველა *ლეობას თავი მოუყარო.
ქრინჯ
არც მეტი არც ნაკლები. ბიძერი საშუალებაა ყველა *ლეობას თავი მოუყარო.
ქრინჯ
მომენტი, როდესაც აღმოაჩენ, რომ ლოცვები უკეთ იცი, ვიდრე საგამოცდო საკითხები.
მომენტი, როდესაც აღმოაჩენ, რომ ლოცვები უკეთ იცი, ვიდრე საგამოცდო საკითხები.
ძმაკაცი როცა გთხოვს ტელეფონს და არგინდა ათხოვო და გინდა ამსიტუაციას თავი დაახწიო
დაიწყე ტელეფონზე თამაში და ძმაკაცთან დიალოგი:
-აუ არაფრის აზზე არხარ,ძმურად ერთი მათამაშე რა
-ვერა მიჯდება (და ინახავ ტელეფონს)
კუპიურა, რომელსაც ვერცერთი მანამდე და დღეს არსებული ვალუტა ვერ დაუდგება სიმყარეში. ეს ფრაზა თვისობრივად უსაზღვრო სევდასა და ნოსტალგიას ატარებს. შესადარებლად შეიძლება გამოდგეს ნატვრისთვალი, ფილოსოფიური ქვა, ოქროს თევზი, ჯინი და სხვა ყოვლისშემძლე მითიური საგნები თუ არსებები.
ნაღვლიანი ბიძაკაცი:
- მაშინ იყო ცხოვრება თუ იყო...
ამბავი, რომლის მოტივებზე brazzers.com შედევრს დადებდა. წლების დასახელება აუცილებლად რუსულად გამოითქმის, ხოლო მთხრობელი ძირითად შემთხვევაში 50 წელს გადაცილებული ულვაშიანი ბიძაკაცია, მოშვებული მუცლით, სტალინის ფანატი და დომინოს "ღმერთკაცი".
- რა ქვეყანა დაგვინგრიეს ბიჭოო...
დე ხეას რომ გოლს გაუტან და გიხარია
აეეე, ხო მაინც გაეღრძოოოო. ეგრეეე, იიიიფ
მიმართვა იმ ადამიანისადმი ვისაც გალიფე შარვალი აცვია
რა ჩაჯმულივით დადიხარ
მშობლების და მასწავლებლების სანუგეშებელი ფრაზა, რომელიც გამოიყენება დაბალი აკადემიური მოსწრების ბავშვების მიმართ
-როგორ სწავლობს შენი ბიჭი?
-დედა ენაცვალოს,ნიჭიერია მაგრამ ზარმაცობს.
ხელოსნის მიერ კლიენტის მანქანის საათნახევრის განმავლობაში თვალიერების შემდგომ წარმოთქმული ორი ჯადოსნური სიტყვა
"ასე ვერ გეტყვი, ნახვა უნდა ბრატ"
ფრაზა, რომელიც გადასარჩენად მოყვება "ძაან ღადაობა ამბავს," რომელმაც მაღალი ალბათობით აუდიტორიაში კრახი უნდა განიცადოს.
-ხოდა ბიჭო იმან რა გაუძრო იცი? მე პამიდორი მეგონაო.
- :|
-აი იქ უნდა ყოფილიყავი რაა, მე ვერ ვყვები კარგად.