0

სტრელკას გინიშნავ!

დაახლოებით იგივეა რაც დუელში გამოწვევა. ვისაც ამას ეუბნებოდნენ, ვალდებული იყო სტრელკაზე მისულიყო დათქმის ადგილას. ამ სიტყვების გაგონებაზე იწყებოდა მეგობრების, მეგობრების მეგობრების, მეგობრის, მეგობრის, მეგობრების და ა.შ. შეგროვება, რომ სტრელკაზე გაყოლოდნენ. სერიოზულ თემაზე დანიშნულ სტრელკას ძირითადად ჩხუბი მოჰყვებოდა.

ხვალ საღამოს 8 საათზე სტრელკას გინიშნავ ვაკის პარკში!

0

ეს ყ#ე ნახე !

ძირითადად იხმარება მოხოდილ ტიპზე რომელსაც ცხოვრებაში გაუმართლა , კარგი სახლი ,კარგი მანქანა და და ასე შემდეგ . უბნის მართლა ყ##ბი მიმართავენ ძირითადად ასეთ ტიპებს ასე.

- ეს ყ#ე ნახე რა სახლი უყიდია?!
- ეს ყ#ე ნახე რა მანქანით დადის და რა გოგოებშია?!

0

ნუ მიეყრდნობით!

ანტიდეპრესანტი, რომელიც გაგრძნობინებს, რომ სამყაროში შენზე უსარგებლო რაღაცეებიც არსებობს. ხშირად უკბილო, გაცვეთილ ხუმრობადაც გამოიყენება, როდესაც "მიყრდნობილ" მეგობარს შენიშვნას აძლევ წესების დარღვევისთვის და წასაკითხად მეტროს კარებისკენ მიუთითებ (ძირითადად იმ შემთხვევაში როდესაც გადატენილ ვაგონში მიყრდნობას დაგასწრებს).

- ნუ ეყუდები შეჩემა ნახე რა წერია.
- ჰეჰ...🙂 (ნაძალადევად)

0

გაგექცა (ცხენები)

მდგომარეობა, როდესაც ადამიანის საუბარი ან ქცევა ჩვეულებისამებრ მიმდინარეობს, თუმცა მოულოდნელად კონტროლს კარგავს და აღვირს აიხსნის

მარი: ჰაჰაჰ
ნინი: აჰაჰაჯავაჰაჰჰიოჰიი რა ღადაობაააა
გიო: ნინი ცხენები გაგექცა, დააბი.

4

ქორწილამდე მოგირჩება

პატარა ბავშვების გასამხნევებელი ფრაზა, რომელიც მაშინ გამოიყენება თუ ბავშვმა რამე იტკინა და ტირილით მშობლები შეაწუხა.

კაი ნუ ტირიხარ ქორწილამდე მოგირჩება

0

ნავაროტკა

ნავაროტკა - მანქანა, სახლი ან თუნდაც ველოსიპედი უცხო და ძვირადღირებული ნივთებით რომ არის მორთული და ამით არის განსაკუთრებული, ერთადერთი და იმენა სამარიაჟო...

მანქანის სალონია მაგარი ნავაროტკებით...)))

0

ჩაგვეგზავნე (გაგვეგზავნე)

ავტორიტეტების ან უბრალოდ ასაკით უფრო მაღლა მდგომების მიერ, საზოგადოებისთვის სასიკეთო საქმის თხოვნა. დასაქმებულებად ბავშვები (მომავალი ავტორირეტები) გვევლინებიან.

-ერთი ბიჭებს სიგარეტზე ჩაგვეგზავნე ბრატ..
-მიდი ერთი პივაზეც გაგვეგზავნე ბარემ

0

ვირო მადლი

დაუფასებლობა . არასათანადო უკუგება

ვირო მადლი მოგიტყანიო

0

პატარაა თბილისი

ეს ფრაზა გამოიყენება , როდესაც ორი უცნობი ადამიანი აღმოაჩენს საერთო ნაცნობს ,რომელსაც წლებია იცნობენ.

-ლევანის იცნობ?
-ჩემი კლასელი იყო.
-რა პატარაა თბილისი...

0

საპერნიკი

მარტინ ზავადა

მისი დამარცხება შესაძლელია მხოლოდ დაპლანული სქემით,