0

ხუთ დღეში ერთხელ , განა დღეში ხუთჯერ !

ნძრეველა ბავშვების გამოსაფხიზლებელი ხუმრობა , რომელთა ყოველდღიური რუტუნა 5 ხელის ჩამოკვრას ითვალისწინებს და ამის გამო უკვე დაყლევდა . .

- რას აკეთებ ბიჭო, რამ დაგაყლევა, ხუთ დღეში ერთხელ , განა დღეში ხუთჯერო !

0

მესამე იქნება ბიჭი

ასე "ანუგეშებენ" ორი გოგოს "გულგახეთქილ" მამას :)

-ვინ შეგეძინათ?
-გოგო (პასუხობს ბედნიერი მამა) :)
-ნუ გეშინია, მესამე იქნება ბიჭი (ანუგეშებს, დაბნსეული თანამოსაუბრე) :)

0

ეხლა გახდება ბროდვეი

გამოიყენება თბილისში მძღოლების მიერ, იმ ქუჩებზე სადაც ადრე მანქანები არ მოძრაობდნენ, მაგრამ იმ კონკრეტულ მომენტში მძღოლი ვერ ახერხებს ქუჩაზე გავლას მანქანების სიმრავლის გამო.

-ახლა გახდება ბროდვეი
-ახლა გახდება მონტე-კარლო

0

ჩიტიტყანია

მომცრო ტანის მამაკაცი

რა პატარაა ეს ჩიტიტყანია ესა

0

იქ უნდა ყოფილიყავი

ფრაზა რომელიც გამოიყენება იმ შემთხვევაში როდესაც ჩვენი მოყოლილი ამბავი (ან უნიჭო ანეგდოტი) არც ისე სასაცილოა

- აუ ესე ვერ მიხვდებით იქ უნდა ყოფილიყავით რაა

0

ერთი ჭიქა დაგვილიე

მომენტი როცა სამსახურიდან დაღლილი ბრუნდები და შენი უბნის ფესვგადგმული ბირჟავიკები გთავაზობენ სასმელს, ძირითადად არაყს, ძეხვს და შოთს მისაყოლებლად. ამ ყველაფერს თან ერთვის ფრაზა რომ მათი ძმა ხარ და თუ რამეა დარეკე.

ხოიცი ჩემი ძმა ხარ ?! ჰოო გლიჯე... კიდე გინდა? ხო მაგარი არაყია? სოფლისაა ტო

0

ურაააააა

90 იანებში შუქის მოსვლისგან მიღებული სიამოვნების გამომხატველი ღრიალი რომელსაც ყველა მხრიდან გაიგონებდით

შუქი მოვიდაააა
კორპუსი:ურააააა

0

წიგნი ჯობია

როდესაც პიროვნებას სურს გაგვაგებინოს რომ მას ფილმიც ნანახი აქვს და წიგნიც წაკითხა

ნინო:არაა კინო არვარგა წიგნი ბევრად ჯობია გოგო
მარი:კი ნამდვილად წიგნი ჯობია

1

კაი ბიჭობა თუ ტორტი?

ლეგენდარული კითხვა,რომელიც დასაბამს იღებს 90-იანი წლებიდან.კითხვის პასუხი აუცილებლად ტორტია,რადგან მოპასუხის თქმით უკვე არის კაი ბიჭი

-კაი ბიჭობა გირჩევნია თუ ტორტი?
-ტორტი იასნა
-რატო?
-იმიტო რო კაი ბიჭი უკვე ვარ