0

თავისუფლება ცოტნეს

კედელზე ხშირად მიწერილი ფრაზა, რომლის ნამდვილი მიზანი ან დანიშნულება სინამდვილეში არავინ იცის

თავისუფლება ც⌞ტნეს!

0

ცინგნის დაგდებულო

გამოიყენებენ მოხუცი კაცები როდესაც არ უნდათ, რომ ვინმეს არ შეაგინონ. უფრო გამოიყენებენ ბავშვების წინაშე ბაბუები როდესაც რამეს გააფუჭებს.

შე ციგნის დაგდებულო თვალში ვერ იხედები

0

თუ რამეა აქ ვარ

იმედის მომცემი ფრაზა, რომელიც გამოიყენება საჭირო სიტუაციაში. ეს მომდინარეობს კონკრეტული პირისაგან რაც აიხსნება იმით, რომ ეს ადამიანი მუდამ მზადყოფნაშია შენს დასახმარებლად.

მიდი მოვდივარ

0

ხალხი არიყოს გეტყოდი

ფრაზა რომელიც გამოიყენება უფროსებთან ერთად ყოფნის დროს,როდესაც გვინდა ძმაკაცს/დაქალს ვაგრძნობინოთ,რომ არასწორად გააკეთა რამე,მაგრამ ყევლა ხვდება ამის თქმის მერე რაც არის.

დებილი კიარა ხალხი არიყოს გეტყოდი რაც ხარ

0

ბურთის პატრონი

ბურთის პატრონი პიროვნებაა ვინც ყველას ყველაზე მეტად ევასება რაცარუნდაიყოს, მას არაბრაზებენ რადგან ბურთის პატრონია და იგი უეჭველი ყოველთვის თამაშობს

ბლაბლაბლა

0

ნალი მაქვს

"ნალი მაქვს, ცხენი მაკლია" - ს შემოკლებული ვერსია. დამახასიათებელია ისეთებისთვის, ვინც "პრავა" აიღო, მაგრამ მანქანა ჯერ არ ყავს (სავარაუდოდ არც ეყოლებათ).

- ჩავაბარეე... უკვე ნალი მაქვს... ჰმჰმჰმ

0

ეგ ეგრე არ კეთდება ბრატ

ხშირად მოისმენთ სპორტულ დარბაზებში, სადაც ყველა ყველაფრის მცოდნე და ექსპერტია პირველივე დღიდან. არგუმენტის გამტკიცება ხდება კუნთების დემონსტრირებით.

- მხრები გაშალე ბრატ, ეგრე არ კეთდება და შედეგს არ მოგცემს

0

ეგ არის

ფრაზა რომელიც გამოყენება რულეტკაში ბურთის ჩაგდებამდე 0.0000001 წამით ადრე

ეგარის

0

აჯესკო ჯუსეი

სტივ ვანდერის ცნობილი სიმღერის I just call to say i love you-ს მისამღერის ქართული ვარიანტი. 90იანებში როცა არ იყო გუგლი და ვერ ეძებდი სიმღერის ტექსტებს, ცდილობდი გემღერა მიმსგავსებული ვერსიით

ტელეფონის ზარის ხმა.
- გისმენთ!
- აჯესკოოო ჯუსეეი აი ლოვიუუუ
- უკაცრავად?
- თქვენი გაცნობა შეიძლებაა?

0

რაატვალინი

ნალექიანი ყავა რომელსაც ძველი თაობის ხალხი ეძახია

ერთი რასტვარინი გამიკეთე რაა