0

დოზანა

ჯანდაბასთან გაიგივებული, ძირითადად ბებიების მიერ გამოყენებული სიტყვა, რომელიც ახასიათებს იმ საგანს/პიროვნებას, რომელზეც ბრაზობენ.

-ჯანდაბა და დოზანა შენ!.. რით ვერ გამოხვედი ტუალეტიდან, ამდენი ხალხი გელოდებით...

0

სონა,ექსა

ეზოში,ბავშვების მიერ მოგონილი სუფიქსი რომელიც ძირითადად სახელებს ემატება მაგ: ნიკსონა,სანდრექსა.მიმართვის მეტად მეგობრული ფორმა.

ზდაროვა ნიკსონ რავახარ ბრო

0

არა იყოს

ფრაზა რომელსაც სტუმარი ეუბნება მასპინძელს,არადა ძაან უნდა ის შემწვარი ქათამი და ფიქრობ რომ კიდე გითხონ

არა იყოს,მადლობა

0

დაკვერცხდება

ფულიანი ოჯახისშვილის ფრაზა რომელიც გამოიყენება ბურთის მეგობრებისგან დასაცავად რათა დეფორმაცია არ განიცადოს

ადე ბიჭო დაკვერცხდება და ვეღარ ვითამაშებთ

0

ჭამე შენი საყელოც ჭამს

ფრაზა რომელსაც უფროსი ასაკის წარმომადგენელი დავოლნი სახით წარმოთქვამს ახალგაზრდის მიმართ, რომელიც საჭმელს მიაძღება

- ჭამე შვილო ჭამე შენი საყელოც ჭამს

0

საჯმელი

იგივე "საჭმელი" , რასაც ძირითადად უფროსი თაობის წარმომადგენელი ქალები ხმარობენ, რადგან უბრალოდ არ იციან ctrl s-ის ხმარება.

ra gamhdari har hvilo,landi gagdis.. jame sajmeli!

0

რატო წუხდებიდი?

ამ ფრაზას გამოიყენებენ იმ შემთხვევაში როდესაც ვინმე რამეს გჩუქნის და შენ ძაან გინდა მაგრამ გერიდება გამორთმევა

არა რატო წუხდებოდი?

0

შენი ტოლი რო ვიყავი

16-17 წლის ბიჭების ფრაზა 15 წლის ბიჭების მიმართ . გამოიყენება წყალზე გასაგზავნათ ან ბურთის მოსატანათ

თქვენი ტოლი რო ვიყავი ვერავინ მასწრებდა უფროსებისთვის წყლის მოტანას

0

ნაჩუქარია

ეს ფრაზა გამოიყენება იმ ნივთის აღწერისას რომელიც შენ ძმაკაცს უნდა რო იჩუქოს

მამიდაჩემის ნაჩუქარია