0

ზამასკა

გრძნობა რომელიც ხშირ შემთხვევაში წაგებული მაზიანის შემდეგ გეუფლება ეს გრძნობა მანამ იჩენს თავს სანამ მაზიანს არ გაარასხოდებ

ბრატ მიდი ერთიც გაგვისწორე აგერ ზამასკაში რომ არ დავრჩეთ ბიჭები ერთიც ვითამაშოთ

3

ძღრენი დაგროვდა

მინუსპიატის თამაშის დროს როცა რამოდენიმე მოთამაშე ზედიზედ ჩააგდებდა ბურთს კალათში ეს იმას ნიშნავდა, რომ თუ შემდეგი მოთამაშე ბურთს ვერ ჩააგდებდა, რამდენმა მოთამაშემაც ჩააგდო ბურთი მინუს იმდენ ქულას იყო.. ხოლო მოგეხსენებათ მინუს პიატი მინუს 5 ქულამდე იყო. ამიტომ როცა 3-4 მოთამაშე ჩააგდებდა ბურთს უკვე ამბობდნენ " ოოოოო ძღრენი დაგროვდააა "

ოპა დაგროვდა დაგროვდა

0

+12

კინოს მიმდინარეობის პროცესში შემჩნეული ნიშანი რომელიც თინეიჯერობის ასაკში იწვევს თვითკმაყოფილებას რო იგი არც სრულწლოვანია მარა უკვეშეუძლია ისეთი ფილმების ყურება რომელიც მასზე პატაარებს არ შეუძლიათ

უკვე +12 :დდდ

0

ჩამოახრჩე

გამოიყენება , როდესაც ბოლოს წინა კაცი ჯოკერში მზად არის შეუვსოს მის შემდეგ მჯდომ მოთამაშეს .

- 5 უნდა შევსებას
- ჩამოახრჩე

1

მეგობრობის დღიური

სოციალური ქსელის ხელნაწერი ვერსია, გავრცელებული 90-იან წლებში. შენი ნაცნობ-მეგობრები მასში პასუხობდნენ შენივე შედგენილ კითხვებზე, თუმცა აღნიშნული კითხვები ძირითადად იდენტური იყო ყველა მეგობრობის დღიურში. მათში ასევე წააწყდებოდით პოეზიის ბრწყინვალე გამოვლინებებს, იხილეთ მაგალითი.

ავიარე მითხრეს, ჩავიარე მითხრეს, ნანკას შეყვარებული უჭამიათ ვირთხებს.

0

მაღაზიაში ვინ ჩავა

მშობლების მიერ მოწიწებული თხოვნაბრძანება რომელიც აუცილებლად მოსდევს შენი სახლში მისვლას,გახდას და ლოგინში თბილად მოკალათებას

მაღაზიაში ვინ ჩავა?! და უკვე ხვდები რომ შენ რჩეული ხარ

0

ღრუ მძღოლი

აი ეს ის მომენტია რო გადახვალ გააჩერეს რო ეუბნები და 15 წუთის მერე რო აჩერებს ან საერთოდ რომ არ აჩერებს

ყვითელი მარშუტკის უმეტესი მძღოლი

2

ეეე უდრებს არ ვართ! არც ნასოკებს!

უდრებს არ ვართ! ამ ფრაზას 90-იანებში ნებისმიერი ეზოს სტადიონიდან გაიგონებდით. თამაშის წინ ყველა თანხმდებოდა რო უდრებს არ იყვნენ, თუმცა აზარტში შესული მოთამშეები დარტყმის ძალას, უმეტეს შემთხვევაში ვერ ზომავდნენ და გამწარებული მეკარე კარიდან ყვიროდა: ეე ბიჭო რატო დაარტყი უდარიი :@ ხოლო ბურთის დამრტყმელი თავს ყოველთვის იმით იპრავებდა რო არ იყო უდარი და ის მასე ურტყამდა.

-ეე ბიჭო რატო მირტყავ უდრებს . უდრებს არვართ
- არ იყო ძმაო ეს უდარი მე ესე ვურტყავ.

0

ნიდარაზუმენია

უცნაური, უხერხული და ჩახლართული გაუგებრობა რომელიც არც ისეთი მძიმეა როგორც "სპორი" და შესაძლოა ხელიხელზე არ გაიწიონ მაგრამ "სპორთან", "რაზბორკასთან" და "სიდედრთან წაჩხუბებასთან" შედარებით ბევრად უფრო რთულად მოსაგვარებელია.

-ანი წამო ნინიც მოდის ბანკეტზე
-არ მსიამოვნებს მაგის დანახვა, ნიდარაზუმენია გვაქ


-ბიჯო ჯონდი თუ იცი შენ გივიე და ბიჭიკიე რატო არ ელაპარაკებიან ერთმანეთს?
-რავიცი სიმონ ხმები დადის მაგენს რაცხა ნიდარაზუმენია აქვთო

2

გოლბეკი

ჩვეულებრივი ფეხბურთისგან განსხვავებით, უბნის ფეხბურთში მეკარის პრივილეგია რო საჯარიმოს გასცდეს და ხანდახან შეტევაშიც ჩაერთოს, გოლბეკობა ძირითადად დათქმაზე იყო.თამაშის დაწყების წინ ორივე გუნდი ერთად თანხმდებოდა შეეძლო თუარა მეკარეს გოლბეკობა.

ეე ბიჭო, რატო გამოცდი საჯარიმოს გოლბეკობას არ ვართ.