0

ნი დაი ბოგ

საფუძვლიანი ეჭვი, რომ შეიძლება სიტუაცია გართულდეს, ასევე შეიძლება იყოს მუქარის შემცველიც. წარმოთქმისას საჭიროა განსაკუთრებული ინტონაცია

ნი დაი ბოგ ამას რამე მოუვიდეს :)
ნი დაიიი ბოოოგ რააა

0

ფალოსოფოსი

ტიპი რომელიც მოცემულ სიტუაციასთან შეუსაბამო "ბრძნულ" აზრებს ისვრის და თან 100% ით დარწმუნებულია საკუთარ თავში.

- ადამიანი გონიერი არსებაა, რომელიც მიზანმიმართულია მუდმივი განვითარებისა და თავისუფლებისკენ, რეალურად მისი ნამდვილი ცხ(ტყლაშ)
- ნუ ფალოსოფოსობ და საქმეს მიხედე, ნახევარ საათში დამთავრებული გქონდეს.

3

2 წუთი საბლატაო

2 წუთი საბლატაო ხო არ გაქ ძმა? ამ დროს მოზარდი გეკითხებათ გაქვთ თუ არა დეპოზიტი ე.წ დასარეკი

2 წუთი მაბლატავე რა მაგთიზე

0

უეჭველი წამოვა

აზარტული მოთამაშის მიერ ნათქვამი არც თუ ისე დამაჯერებელი,სევდა ნარევი ფრაზა ფულის უკანასკნელი წყაროს მიმართულებით.

-მანჩესტერის ორიანი უეჭველი წამოვა,დავუდოთ
-იდი ნახუი

0

ნიდარაზუმენია

სიტუაცია როდესაც ქუჩაში ორმა ან მეტმა პირმა ერთმანეთს ვერ გაუგეს და ერთ აზრამდე ვერ მივიდნენ

-რახდება ხო მშვიდობაა?
-კი ჩემი ძმა პატარა ნიდარაზუმენიაა.

0

ახტი აბა

7-8 კლასელი "კაი ბიჭების" უტყუარი მეთოდი იმის დასადგენად აქვს თუარა მსხვერპლს ხურდა.

-ხურდა არ გექნება ძმაო
-არა ბრატ
-როგორ არა! ახტი აბა

0

ტრამპაცუმპა

ეს არის ადამიანი რომელიც ხასიათით დონალდ ტრამპს გავს ასევე გამოირჩევა ამპარტავნებით და ამბების მოყოლით თუ რა მაგარი ტიპია.

დონალდ ტრამპი ტრამპაცუმპა კაცია.

0

"პესნია"

"პესნია" აღნიშნავს კალკულაციის შედეგს,რომელიც მიახლოებით გაგებინებს თუ რამდენი გჭირდება კალიკების და ყავისთვის ჯამში.

-3X3 ზე 12 ლარი
-ყავა 60 თეთრი
-კაროჩე 13 ლარის პესნიაა რა

0

ხვალამდე 10 ლარი ხო არ გაქვს?

ფრაზა რომელიც სინდისზე გაგდებს, (როგორ შეიძლება 10 ლარი არ გქონდეს) ამავდროულად ხვდები რო ამ 10 ლარს თვალითაც ვეღარ ნახავ და არ იცი რა ქნა. ბოლოს ისე ხდება როგორც ზემოთ ავღნიშნე. -10 gel

შეჩემა ხვალამდე 10 ლარი მათხოვე

0

უბნელები არა ხართ?

მოწოდება ოდნავ უფროსი ადამიანის მიერ შედარებით უმცროსების მიმართ როდესაც კონფლიქტი მიმდინარეობს,ეს სიტყვა აღნიშნავს იმას რომ ჩხუბი დაუყოვნებლივ შეწყვიტონ თან ისე რომ ძია კარგი ტიპი გამოჩნდეს.

-რატო ჩხუბობთ ტო?
-გავარკვევთ
-კაი რას გაარკვევთ უბნელები არა ხართ? სხვა უბანი რომ გადმოვა ერთად უნდა დახვდეთ.