"წამეცადინება, წავიმეცადინებ"-ის განმარტებები
05.11.2023
წამეცადინება, წავიმეცადინებ
"წათამაშების" ბიძაშვილი სიტყვა, რომელიც გამოიყენება მეცადინეობის დაწყების წინ და უეჭველად იცის მთქმელმა, რომ შეაწუხებენ ამ პროცესის დროს.
- სანამ საჭმელი გაცხელდება წავალ, ცოტას წავიმეცადინებ.
- კარგი.
*7 წუთის შემდეგ*
- ნიკა, მოდი გაცხელდა საჭმელი.
*წყვეტს 7-წუთიან მეცადინეობას და იწყებს ჭამას*