"ვოთებაუთიზმი"-ის განმარტებები
ვოთებაუთიზმი
ზუსტი ქართული შესატყვისის ჯერჯერობით არმქონე ტერმინი, რომელსაც უწოდებენ მსუბუქი თუ მწვავე დისკუსიისას მოსაუბრეზე მანიპულაციის მიზნით არგუმენტის სახით სხვა ფაქტორის მოშველიებას და ამით ერთგვარი გადაბრალების და დამაბნეველი სასაუბრო წინაღობის შექმნის მცდელობას. მაგალითია დონბასის რვაწლიანი საომარი მოქმედებების გახსენება რუსების მიერ, პასუხად მათ მიერ უკრაინაზე თავდასხმის განხილვისას („და აბა, დონბასში რას გვიშვრებოდნენ 8 წელი?“), ქართული ოცნების მომხრეებთან მათ ვერაგობაზე საუბრისას თემის ნაციონალური მოძრაობის ვერაგობებზე გადაყვანის მცდელობა ან ნაციონალური მოძრაობის თაყვანისმცემლების მხრიდან ედუარდ შევარდნაძის შავბნელ დროზე შეხსენება.
- რაც მოხვედით, არაფერი გაგიკეთებიათ კარგი.
- აბა, ნაციონალები ჯობდა?
(ტიპური დისკუსია)