"ღიპი"-ის განმარტებები
02.03.2018
ღიპი
გაბერილი,დატენილი,ამოყორილი და უბრალოდ ზედმეტად დიდი მუცელი.(შეიძლება გაიგონოთ დაბალი თვითშეფასების მქონე გამხდარი გოგოსგანაც)
“-აი დალევას რო ისწავლი და კაი ღიპი დაგედება მერე მოგიშვებთ სუფრაზე შვილო.”
“-ღიპს რომ დავაგდებ ხო ჩამეტევა მერე?”
21.03.2018
ღიპი
სხეულის ცხიმოვანი წანაზარდი,რომელიც ვითარდება მენჯის ძვლებიდან მკერდის ძვლის ქვედა კიდემდე.საქართველოში უფრო ხშირად შეიმჩნევა მამაკაცებში.დაოჯახების შემდგომ პერიოდში ღიპის მოცულობა მნიშვნელოვნად იმატებს.
ტიპს ღიპი ძმაკაცივით უდგას გვერდზე