ირინეს პარკი - განმარტებები - ბიძერი
0

ირინეს პარკი

ოოოოო... ადგილი საქართველოს ველური დასავლეთის, ზესტაფონის, შუაგულში. მის შესასვლელთან შევხვდებით ყველასათვის ცნობილ სავაჭრო ცენტრს -- ,,მაიას ბუტკას'' (ქალაქში ბოჩი არ დეიარება ისეთი, რომ კევა მაინც არ ჰქონდეს ნაყიდი აქ). პარკში შესასვლელად გვაქვს რამდენიმე ვარიანტი, რომელთაგანაც ყველაზე მარტივია და ხელსაყრელია ცენტრალური შესასვლელი, თუმცა... ლეგენდის თანახმად ,,სულელ კახას'' დაგინებული აქვს ცენტრალური შესასვლელიდან შესვლაზე, ამიტომ უმჯობესია ,,რთული'' გზის არჩევა. პარკის შესასვლელთან მარჯვენა მხარეს შევხვდებით 60 წელს გადაცილებულ მამაკაცებს, ხოლო ცენტრალური აღმოსავლეთით, ბურბუშელების ბუტკასთან, შევხვდებით პატარა ბავშვებსა და ბინების სასიამოვნო მოსახლეობას. ეს არის ის ორი ადგილი, რომლის გამოც აქ გავლა ღირს. პარკში ასევე, სამწუხაროდ, შევხვდებით ფურთხია საზოგადოებასა და მეშვიდე სკოლისა თუ მეხუთე სკოლის ,,შავ სასტავს'', რომლებიც ბირჟას ამყარებენ (უფრო ამყაყებენ). აღსანიშნავია ერთ-ერთი ამყაყებელი, რომელსაც 29-ე ქიმიური ელემენტის სახელს ეძახიან. ამ ყველაფრის გამო იქ შესვლა შეგეზიზღებათ, თუმცა საერთო ჯამში პარკი ლამაზია და ერთი ორი პლუსიც გააჩნია.

...