ფაბრიკა - განმარტებები - ბიძერი
1

ფაბრიკა

თამბლერათა (ლათ. Homo tumblricus), ჰიპსტერთა (ლათ. Australopithecus hipsteriensis) და მისნაირთა ცენტრალური საკულტო ნაგებობა, სადაც ვერ ხარობს ვერც-ერთი ჰომინიდური ჯიში, გარდა ზემოთხსენებული ჯიშებისა.
მდებარეობს თბილისში.
ფაბრიკის პოპულაციის ინდივიდები ხასიათდებიან არტისკენ, თამბლერიზმისკენ და "თავისუფლების იდეისკენ" სწრაფვით.

1. -აუ, წამო ფაბრიკაში, არტობა ფოტოები გადავიღოთ.
2. -ერთი ფოტო ფაბრიკაში მეც ხომ უნდა მქონდეს?!
3. -ვაიმე, ყველა ფერადი მაისური გასარეცხი მაქვს და ფაბრიკაში რითი წავიდე?!
...და ა.შ.