0

ჰიპსტერი

ეს არის ერთქვარი ადამიანი რომელიც პირველად წინა საუკუნეში გამოჩნდა და სწრაფად გამრავლდა. თავიდან მათ ხიპებად მოიხსენიებდნენ და ძირითადად პოხუისტი როკერები იყვნენ რომლებსაც ყველაფერი ეკიდათ და სასიძოთ არავის უნდა, მაგრამ უკანასკნელი ხუთწლედის დასაწყისში მათ მეტამორფოზა განიცადეს და სასურველ დასიძოებად იქცნენ. დღესდღეობით მათ საარსებოდ სასმელის, საჭმელის და ჟანგბადის გარდა ასევე სჭირდება ფაბრიკაში ყოფნაც. ასეთ ადამიანებს მხოლოდ ლიმიტირებული დროით ძალუძთ ამ დალოცვილი ადგილის დატოვება. ამ საზოგადოების წევრები ძირითადად არიან: ლამბერსექსუალები, თამბრელები, ფემინისტბი, ვეგანები, გირჩები, ილიაუნელები და სხვა... გამოირჩევიან პაცეფისტური მოძღვრებითაც.

მაგ წვერში ჰიბსტერს გევხარ.

არა ხირცს არ ვჭამ.
რატომ? ჰიფსტერი ხარ?

0

ჰიპსტერი

ქართველი ადამიანი , რომელიც ცდილობს გაასწროს მის გარშემო არსებულ რეალობას და ცდილობს შეიქმნას განსხვავებული იმიჯი, ჩაიცვას ოლდ სქულ სტილში. ფეხზე ვანსები და ოლდ სქულ "სქეითერ"- ის იმიჯს ირგებენ,როდესაც მაქსიმუმ შეიძლება ვაკის პარკის სასრიალოზე ისრიალონ.

აუ გელა, ნუკრი როგორ გაჰიპსტერდა?
რაპონტში?
რავი შეხედე სულ გამოყლევდა, რა აცვია ვერ გაიგებ თრეშერიო თუ თრეშიო რაცხა ალიანი მაიკები და ხაზიანი კეტები ჩაუცვამს :)

0

ჰიპსტერი

ქართველი ადამიანი , რომელიც ცდილობს გაასწროს მის გარშემო არსებულ რეალობას და ცდილობს შეიქმნას განსხვავებული იმიჯი, ჩაიცვას ოლდ სქულ სტილში. ფეხზე ვანსები და ოლდ სქულ "სქეითერ"- ის იმიჯს ირგებენ,როდესაც მაქსიმუმ შეიძლება ვაკის პარკის სასრიალოზე ისრიალონ.

აუ გელა, ნუკრი როგორ გაჰიპსტერდა?
რაპონტში?
რავი შეხედე სულ გამოღლევდა, რა აცვია ვერ გაიგებ თრეშერიო თუ თრეშიო რაცხა ალიანი მაიკები და ხაზიანი კეტები ჩაუცვამს :)

0

ჰიპსტერი

Homo-ს გვარის ერთ-ერთი სახეობა (Homo hipstericus).
გავრცელებულია მთელ პლანეტაზე, თუმცა გავრცელების სიმჭიდროვეში შეინიშნება ერთგვარი ტრენდი. კერძოდ: ტოლერანტულები არიან ისეთი გარემო პირობებისადმი, რომლებიც ცვლადთა საშუალო მნიშვნელობათაგან ყველაზე მეტად გადახრილი მნიშვნელობებით ხასიათდება.
სახეობის მთავარი მორფოლოგიური ნიშანია ეგზისტენციალური მდგომარეობის გამოხატვა სხვადასხვა ფორმით, იქნება ეს ტანისამოსი, თმიანი საფარველის სპეციფიკური ვიზუალი, თუ კანის მოხატვა.
სახეობას მრავალი ქვესახეობა გააჩნია საკაცობრიო იდეოლოგიათა ფართო სპექტრში, როგორებიცაა მუსიკის, ლიტერატურის, სახვითი ხელოვნების, პოლიტიკისა თუ ფილოსოფიის მიმდინარეობები.
სახეობა ხასიათდება ნიშან-თვისებათა ყველაზე ფართო დაპაზონითა და დიდი სტანდარტული გადახრით, რომელიც ჰიპსტერთა მონაცემებზე სტატისტიკური ოპერაციების ჩატარებისას არასტანდარტულ გადახრად იწოდება, რადგან, ჰიპსტერიზმის ცნება ყველანაირ სტანდარტს უარყოფს და განაგდებს.

1. -ტატუ უნდა გავიკეთო და რამე განსხვავებული სიმბოლო ხომ არ იცი, მარტო რამდენიმე ადამიანს რომ ესმოდეს მისი აზრი?
2. -ჩუმად კი ნირვანას ვუსმენ, მარა ფეისბუქზე, მხოლოდ, 20 გამომწერის მქონე ბენდებს ვაზიარებ.
3. -კვირაში 6-ჯერ მაინც თუ არ წავედი ფაბრიკაში, მეც ნელ-ნელა ჩვეულებრივ ადამიანებს ვემსგავსები ხოლმე.