ფასდაკლება - განმარტებები - ბიძერი
0

ფასდაკლება

იგივე "სეილი" ან უფრო მარტივად "სალე". თეორიულად პროდუქტის ღირებულების შემცირებას ნიშნავს, მისი ამოყიდვის ან კლიენტთა რაოდენობის გაზრდის მიზნით, მაგრამ პრაქტიკულად, ღირებულების გაორმაგებას შემდეგ, 30%-ის, ჰა ჰა 70%-ის გამოკლებას და ისე გაყიდვას ნიშნავს. ამას ემატება ასევე 0%-იანი განვადების სკომისიო, თუ არ ჩავთვლით დამტკიცების, დაზღვევისა თუ სხვა "დაბოლების" საკომისიოებს, რომლებიც ფასდაკლებულ 30%-ს, ჰა ჰა 70%-ს აბათილებენ.
გვხვდება ფასდაკლების ისეთი დღეები, რომელთა დასახელება უბრალოდ დაკოპირებულია(Ctrl C და Ctrl V) უცხოური ანალოგებიდან და რა დროსაც რაც უფრო მეტ კლიენტს მიიყვან და შეზღუდავ ფასდაკლებულ რაოდენობას მით უფრო ჩაგეთვლება.

1) - აუუ, ხუთშაბათს იცი Black Friday-ია?!
- აუუ გაჩეეე, ეხლავე 4500-იან ამექს ავიღებ და 1500 ლარიან აიფონს ფასდაკლებით 3000-ად ვიყიდი.

2) - აუ აზე ხაარ?! 09:00-ზე გაიხსნა მაღაზია 09:01-ზე უკვე ამოყიდული იყო!
- აუ, რა მაგრა დააკლეეეეს!