კალისტარისტარია? - განმარტებები - ბიძერი
0

კალისტარისტარია?

ღრმა 90-იანებში ჩასახული და მაქსიმუმ 2007/08 წლამდე გაქაჩული სიტყვაობის მაპროვოცირებელი ელემენტი, რომელიც ემსახურებოდა დამცირებას, საუბარში ვისამე გაქილიკებას - კერძოდ, მოსაუბრე ამ კითხვით მიმართავდა ვინმე ლოხს, რომელიც ამ სიტყვის ცუდი ჟღერის გამო საკუთარ თავს აბრალებდა მის ვერგაგებას ამიტომაც მოკლედ კითხულობდა ხოლმე: "-ჰა?". ეს იყო მომაკვდინებელი შეცდომა, სწორედ ამის შემდეგ მიიღებდა ხოლმე მსხვერპლი ისეთ კასკადებს, როგორებიცაა - "ამის კვრა!", "ამომდე ყბა!", "აგერ ააა!"

- კალისტარისტარია?
- ჰა?
- ამომდე ყბა! (აქვე შეიძლება: ამის კვრა! / აგერ ააა! / დც-ნაა! და ა.შ.)