გულაობა - განმარტებები - ბიძერი
2

გულაობა

გამოიყენება გართობის აღსაწერად. არსებობს როგორც კარგი, ასევე ცუდი გულაობა. ამ სიტყვას ძირითადად ამბობენ მაშინ, როცა ყვებიან კლუბში გატარებულ საღამოზე. ასევე შეიძლება მისი თქმა დაბადების დღესთან, ბართან ან რესტორანთან დაკავშირებით, თუმცა უკანასკნელი ნაკლებ სავარაუდოა.

გუშინ ისეთ გულაობაში გავიჩითე ვაბშე შემთხვევით, თან ხუთშაბათს, რო აი რავი.
დღეს სად არი კაი გულაობა ხო არ იცი?

0

გულაობა

ზმნა. ძირითადად პარასკევი ან შაბათი ღამის კლუბში გართობის აღსანიშნავად გამოიყენება. ასევე, ხმარობენ სიტყვა "ღონისძიების/ივენთის" სინონიმად.

"წინა პარასკევს ძააან მაგრად ვიგულავე" ან "მაგარი გულაობა იყო X კლუბში"
შენიშვნა: გულაობა შეიძლება იყოს მაგარი ბანძიც, თხელიც, თესლიც.

0

გულაობა

უფროსი , საბჭოეთ გამოვლილი ადამიანები ამ სიტყვას 37 მანეთად რუს ,ეგრედ წოდებულ ნაშებთან დროის ტარების აღსანიშნავად ხმარობდნენ.
ახალგაზრდობა კი "გულაობას" ღამის კლუბში არაფხიზელ მდგომარეობას უწოდებს .

ბორის ბრეჟაზე მაგრად ვიგულავეთ.