უღრუბლო ზეცა - განმარტებები - ბიძერი
0

უღრუბლო ზეცა

უზენაესი სურვილი ბავშვებისადმი. ძირითადად გამოიყენება სადღეგრძელოს წარმოთქმისას ბიძერების მიერ. სურვილის გამომთქმელისთვის სურვილის ობიექტების "ჯანმრთელობა და ბედნიერება" უკვე ეჭვს არ იწვევს, ამიტომაც ის თავს უფლებას აძლევს საკუთარი მისწრაფებები ახალი თაობისადმი უფრო დაანავაროტკოს და უღრუბლო ზეცა უსურვოს პატარებს.

-პატარებს გაუმარჯოთ, ყველაზე მნიშვნელოვან არსებებს ჩვენს ცხოვრებაში, ჩვენს საზრუნავს. უღრუბლო ზეცას ვუსურვებ მათ და ჩვენც დაგვედოს ამ ყველაფრის ერთად შექმნაში თითო აგური.