აბა ახტი - განმარტებები - ბიძერი
0

აბა ახტი

ხურდა ფულის არქონის გადასამმოწმებელი მექანიზმი. ვაი იმას ვისაც ხურდა აღმოაჩნდებოდა და დახტომისას ჩხრიალის ხმას გამოსცემდა.

- ჩემი ძმა, ხურდა არა გაქ?
- არა
- აბა ახტი

0

აბა ახტი

გამოიყენებ(ოდ)ა უბნის "ძველების" მიერ, რათა გაარკვიონ ხურდა მართლა გაქვს თუ არა. თუ გაქვს და მოიტყუე წაგართმევენ და გცემენ. თუ არ აქვს მაინც გცემენ. კაროჩე ყველა პონტში *ლეში ხარ და ჯობს ახტომაში დრო არ დახარჯო.

- 50 თეთრი გაქვს?
- არა
-აბა ახტი

0

აბა ახტი

90-იანი წლების საშემოსავლო/საგადასახადო შემოწმება

შემოწმება ტარდებოდა მაშინდელი ჯიბგირების მიერ რომლებიც საგადასახადო და საშემოსავლო სამსახურების ფუნქციას ითავსებდნენ.

0

აბა ახტი

გამოიყენება მეგობრებში ფულის მოსაძებნად

- ხურდა გაქ?
- არა
- აბა ახტი

0

აბა ახტი

ძირითადად გამოყენებულია ოჯახის ბიჭებში,რომლებიც ხუთსიტყვიან წინადადებაში
ექვსჯერ დედამისს მოკითხვას უთვლიან საკმაოდ ორიგინალურ ფორმებში.ამ კითხვით ძირითადად მიმართავენ უმცროსკლასელებს ან ზოგადად უმცროსებს.

-ჩემი ძმა,აბა აქეთ მოიწიე
-რახდება?
-ფული ხოარ გექნება ჩემი დედაშევედი
-არა სულ დავხარჯე
-აბა ახტი