დაწერე "ამინ". - განმარტებები - ბიძერი
0

დაწერე "ამინ".

ეს ფრაზა ძირითადად გამოიყენება სოციალურ ქსელში რეგისტრირებული დეგრადიული საზოგადოების მიერ ატვირთული ფოტოების დასათაურებაში. ფოტოებზე ძირითადად ხატები და რელიგიური შინაარსის სხვა წყაროებია გამოსახული, რომლებსაც როგორც მისი ამტვირთავი აღნიშნავს ყველა საკაცობრიო პრობლემის მოგვარება შეუძლიათ, იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ამ კონკრეტულ ფოტოზე თუნდაც ერთ "ამინ"-ს დაწერს და ამავდროულად დაალაიქებს მას.

დასათაურება: ეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატია, დაწერე "ამინ" და საუკუნო კეთილდღეობას ჰპოვებ.