"ეს ის არ არის რაც შენ გგონია"-ის განმარტებები
16.03.2018
ეს ის არ არის რაც შენ გგონია
ძალიან გაცვეთილი ფრაზა, რომელმაც ბრაზილიური სერიალების გავლენით ღრმა ფესვები გაიდგა ქართულ ენაში. თანამედროვეობაში გამოიყენებენ თავის გასამართლებლად რაიმე ფაქტზე დაჭერის მომენტში.
-გუშინ მაღაზიაში გოგოსთან ერთად დაგინახე.
-არა ძმა, ეს ის არ არის რაც შენ გგონია.
29.03.2018
ეს ის არ არის რაც შენ გგონია
სერიალების ფრაზა.რეალურ ცხოვრებაში არ გვხვდება ამ ფრაზის გამოყენების არც ერთი მაგალითი.
- ლუის ალბერტო???
- ეს ის არ არის რაც შენ გგონია.
09.09.2018
ეს ის არ არის რაც შენ გგონია
წინადადება გამოიყენება მაშინ როდესაც უდროო დროს უადგილო ადგილას ხარ მისული
როდესაც ცოლს სხვა კაცთან შეუსწრებ