უნდა გაკოცო რა - განმარტებები - ბიძერი
0

უნდა გაკოცო რა

ამ ფრაზას უმეტესად შუა ხნის შეზარხოშებული მოქეიფე კაცები ამბობენ. ფრაზის წარმოთქმის მიზეზი შეიძლება იყოს ვინმეზე ძლიერ მოჭარბებული და გამსკდარი სიყვარულის ბუშტი, ან სუფრაზე რომელიმე ტკბილი მოგონების ზედმიწევნით მოყოლისგან გამოწვეული გრძნობები (ძირითადად დონეცკებში ქალებზე განხორციელებული სპეცოპერაციები). მოზარდებისთვის ეს სიტყვები არის ერთგვარი ინდიკატორი იმისა, რომ მთქმელისგან მცირე ფინანსური დახმარების მიღების ალბათობა მაღალია

- მამი, მამი, რამდენია ხუთჯერ სამი?
- თხუთმეტიი...
- მოდი, უნდა გაკოცო რა, ჩემი ვაჟკაცი