შეგეხმიანები - განმარტებები - ბიძერი
0

შეგეხმიანები

არასასურველი კონვერსაციის თავიდან არიდების უნივერსალური ხერხი. ძირითადად გამოიყენება ქუჩაში შემხვედრ ძველ ნაცნობთან მოსაბეზრებელი დიალოგის მოკლე დროში დასასრულებლად.

- რას შვრები, როგორ ხარ?
- რავი კარგად, შენ რას შვრები?
- მეც ვარ რა. სად დაიკარგე?
- აუ ბიჭო, რავი ახლაც გასაქცევი ვარ და შეგეხმიანები რა.

0

შეგეხმიანები

ადამიანის მარტივად მოსაშორებელი ფრაზა, როცა სადღაც გეჩქარება.

გავიქეცი ახლა და შეგეხმიანები

0

შეგეხმიანები

სიტყვა,რომელიც გამოიყენება ნებისმიერი უსიამოვნო სიტუაციიდან თავის დასაღწევად. უმეტეს შემთვევაში ამართლებს

-ბიჭო თავანი წავაგეთ და რამე ფული ხო არ გაქვს რო მოგვცე?-ახლა არაფერი მაქვს მაგრამ თუ გავჩითე შეგეხმიანები.

-როდის დამირეკავ?
-აი მოვიცლი და შეგეხმიანები რა