სოფლის კატა - განმარტებები - ბიძერი
0

სოფლის კატა

გოიმი; ახალგაზრდა მდედრობითი სქესის წარმომადგენელი, რომლის გარეგნობა, ჩაცმულობა, გემოვნება, წარმომავლობა და მეტყველება არ შეესაბამებიან თბილისის სუროგატული ელიტის მიერ დაწესებულ ქცევის სტანდარტებს/ნორმებს. შინაარსის გასამძაფრებლად, ამ ფრაზას, ხშირად, წინ სიტყვა “ჩვეულებრივს” ურთავენ ხოლმე (მაგ: ჩვეულებრივი სოფლის კატა).

“-შეხედე დოლორესს რა აცვია, ჩვეულებრივი სოფლის კატა არაა?-აუ ხოო, გოგო ლილო მოლს იმენა ვერ გაცდა!”.