ათეისტი - განმარტებები - ბიძერი
1

ათეისტი

ქართულ სამწუხარო რეალობაში არსებული ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც ბავშვს ნათლავს თავის დაზღვევის მიზნით, თავად კი არც ერთ რელიგიას არ იცნობს სიღრმისეულად, თუმცა მზადაა უარჰყოს ყველა მათგანი. სიტყვა ტრენდულია და ხშირად გამოიყენება გაუაზრებლად, თავის გამოჩენის მიზნით.

-ბიჭო, ბავშვს მომინათლავ?
-კი, მაგრამ ათეისტი არ ხარ?
-რა იცი რა ხდება.

0

ათეისტი

კაროჩე ყველაფერი ქრისტიანის და მუსლიმის გარდა

-მარხვას იცავ?
-არა
-ათეისტი ხარ?!

0

ათეისტი

1. იაღოველის ნაირსახეობა;
2. სატანიკოსი;
3. ადამიანი, რომელიც პირჯვარს არ იწერს ეკლესიასთან ჩავლისას;
4. ადამიანი, რომელიც როკიდან მძიმე მეტალამდე რამეს მაინც უსმენს, იგივე როცკელი;
5. ლიბერასტი.

— ღმერთს გეფიცები, თუ ათეისტი ვიყვე.
— ღმერთს რა პონტში იფიცებ, არაქრისტიანულია. ათეისტი ხარ?!