რავი დავწერე - განმარტებები - ბიძერი
0

რავი დავწერე

ეროვნული გამოცდების დროს აბიტურიენტების მიერ გამოცდიდან გამოსვლის შემდეგ ხშირად ნათქვამი სიტყვა. უმეტეს შემთხვევაში ეს ასოცირდება რთულ ტესტებთან ან დროის უკმარისობასთან.
აბიტურიენტმა ასეთ დროს იცის, რომ "განწირულია" და შედეგების დროს ელის რაიმე სასწაულს.

- რა ქენი შვილო? ადვილი იყო? რეები შეგხვდა?
-რავი დავწერე...

0

რავი დავწერე

ფრაზა ხშირად გამოიყენება გამოცდიდან გამოსვლის შემდეგ, მზრუნველი ნათესავების და მეგობრების მშობლების კითხვებისგან თავის დასაღწევად, როცა აზრზე არ ხარ რა იბოდიალე

- რა ქენი?
- რავი დავწერე

0

რავი დავწერე

აბიტურიენტის სხარტი პასუხი კითხვაზე, თუ როგორ დაწერა ერთიანი ეროვნული გამოცდები.

-ბრა ქენი, როგორ დაწერე?
- რავი დავწერე.