"ყურებზე ხახვი არ დამაჭრა"-ის განმარტებები
18.03.2018
ყურებზე ხახვი არ დამაჭრა
გამოთქმა “ყურებზე ხახვი არ დამაჭრა” მომდინარეობს ფეოდალური პერიოდიდან როდესაც ურჩ ყმებს ან დამნაშავეებს სასჯელის სახით ყურს აჭრიდნენ ხოლმე, ხოლო მოჭრილი ადგილის შესახორცებლად ხახვს ადებდნენ. სწორედ აქედან იშვა გამონათქვამი “ყურებზე ხახვი არ დამაჭრა” რაც იმას ნიშნავს, რომ შენ ვერაფერს დამაკლებ; არ შეგიშინდები და ასე შემდეგ.
- რას მემუქრები? ყურებზე ხახვი არ დამაჭრა რააა...
07.12.2018
ყურებზე ხახვი არ დამაჭრა
"ფეხები არ მომჭამოს" უკეთესი ვერსია, რომელიც გამოხატავს იმას რომ ვერ მოერევი ამა თუ იმ პიროვნებას.
-შენ ნახე რა გიყო
-ყურებზე ხახვი არ დამაჭრა