აიჭ - განმარტებები - ბიძერი
0

აიჭ

სიტყვა, რომელსაც იმ შემთხვევაში ამბობ თუ რაიმე არაადეკვატური ხდება, ვინმე ისეთ რამეს ამბობს, რაც იმ მომენტში ძალიან უცნაური და შეუსაბამოა. ეს სიტყვა დაგეხმარებათ იმაში, რომ ადამიანს შეურაცხჰყოფა არ მიაყენოთ, მაგრამ გამოხატოთ თქვენი დამცინავი ემოცია მის მიმართ, ისე რომ ის ვერაფერს მიხვდეს.

როცა მაკდონალდსში ხართ და ვინმე სალათას უკვეთავს, შეგიძლიათ ხმამაღლა თქვათ - "აიჭ!" ან თუ ღამის კლუბში ვინმე შალახოს ილეთების კეთებას კადრულობს, თამამად შეგიძლიათ მას უთხრათ "აიჭ".