თავი რატო არ დაგრჩა? - განმარტებები - ბიძერი
0

თავი რატო არ დაგრჩა?

მასწავლებლების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ფრაზა,რომელიც რეალობასთან საკმაოდ შეუსაბამოა,რადგან თავი სახლში ვერ დაგრჩება.აღნიშნულ წინადადებას წარმოთქვამენ მაშინ,როცა დავალება სახლში გრჩება(რომელიც საერთოდ არ დაგიწერია)

-აუ მას დავალება სახლში დამრჩა
-თავი რატო არ დაგრჩა?

0

თავი რატო არ დაგრჩა?

მასწავლებლების საყვარელი ფრაზა, რომელიც გამოხატავს მათ იუმორის დონეს და მოსწავლეებს აჩვენებს რომ მათაც შეუძლიათ "ხუმრობა". გამოიყენებენ მაშინ, როდესაც მოსწავლეს რაიმე დარჩება.
მასწავლებლის ამ "შუტკის" თქმის შემდეგ ყველა მოსწავლე ვალდებულია გაიცინოს.
შუტკა უნივერსალურია, ყველაზე მიდის, არ იცვითება და ყოველდღე გამოყენებადია

- როლანდი წიგნი რატო არ გიდევს მერხზე?!
- დამრჩა მას
- თავი რატო არ დაგრჩა? (ხითხითით)