ჩვენი ჯობია - განმარტებები - ბიძერი
0

ჩვენი ჯობია

ძირითადად მოისმენთ 50 წელს გადაცილებული, სიძის ან პატარძლის ნათესავ-ახლობელი ქალბატონებისგან ქორწილებში, ოდნავ შეზარხოშების შემდეგ, პატარძლის ან სიძის შესამკობად. რეალურად გარეგნობას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია "ჩვენი" იყოს. ასევე მსგავსი ფრაზა შეიძლება მოისმინოთ "ნეიტრალური' სტუმრებისგანაც, "ჩვენი ჯობიას" მაგივრად "ბიჭი/გოგო ჯობია".

კი კარგი ბიჭია მარა ჩვენი ჯობია მაინც.