ცალტრაკად ჯდომა - განმარტებები - ბიძერი
0

ცალტრაკად ჯდომა

ეს არის ჯდომის ფორმა, რომელიც გამოიყენება მარშუტკაში, კიდურა სკამზე ჯდომისას. ცალტრაკად ჯდომას მიმართავენ ხოლმე გაჩერებამდე 10-20 წამით ადრე. ამ დროს ცალი ფეხი და კორპუსი გადმოწეული გვაქვს შუა გასასვლელისკენ, ხელით ვეყრდნობით გადმოწეულ მუხლს და ნიკაპაწეული გაყურებ გზას და ცდილობ შეარჩიო იდეალური მომენტი "გააჩერეს" დასაძახებლად

სწორად ჯდომა > შენს გაჩერებასთან მიახლოება > ცალტრაკად დაჯდომა > "ერთი აქ გამიჩერე რა"-ს დაძახება > ჩასვლა