ვნახოთ - განმარტებები - ბიძერი
0

ვნახოთ

აი რო გცალია მარა შენ მაინც ''ვნახოთ''ს პასუხობ იმ პონტში
რო კაი ტიპი გაიჩითო სხვის თვალში და აფიქრებინო რო მისი ნახვის გარდა სხვა საქმეებიც გაქ.

- ნინი გამოხვალ ხვალ?
- ვნახოთ

0

ვნახოთ

გამოიყენება მაშინ როდესაც ადამიანისთვის უარის თქმა გიჭირს, მაგრამ უარის თქმით რომ არ აწყენინო იძულებული ხარ თანხმობისთვის ფუჭი იმედი მისცე

პარასკევს კვირის ბოლოა დღეს ძალიან დაღლილი ხარ და მეგობარი გთხოვს რომ მასთან გახვიდე, ამ დროს ძალიან დაღლილი ხარ, უარსაც ვერ ეუბნები(იცი რომ ეწყინება) და აიმედებ სიტყვით "ვნახოთ", არა და იმ მომენტში უეჭველად იცი რომ სამსახურიდან პირდაპირ სახლში წახვალ განსატვირთად

0

ვნახოთ

ფრაზა,რომელიც ნიშნავს უარს,მაგრამ როცა თანხმობის გარეშე ვერ ვიშორებთ ადამიანს ერთ-ერთი საუკეთესო გზაა მის დასაკმაყოფილებლად
(უფრო გასაგებად ყლეზე გაშვება)

-გუუს ხო გამომყვები ხვალ ფონიჭალაში?
-რავი არამგონია
-მიდი რა ძმურად
-კაი ვნახოთ

0

ვნახოთ

მშობლების ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი სიტყვა, რათა თავი დაიხსნან შვილების თხოვნებსაგან იქამდე, სანამ ტვინი ბოლომდე გაუბურღეს. სიტყვა ნეიტრალურია. შესაბამისად, როცა "ბურღი" მოუბრუნდება, მშობელი მუდამ შეძლებს თავის გამართლებას.

- დეე, ბუკიას ბაღთან თოფიანი სპაიდერმენი რომ დაბობღავს მიყიდე რაა
- ვნახოთ შვილო
(გარკვეული დროის შემდეგ)
- რატომ არ მიყიდე სპაიდერმენი?
- როდის დაგპრდი რომ გიყიდიდი?!