ენძელა - განმარტებები - ბიძერი
0

ენძელა

ენძელა მიეკუთვნება ადამიანთა იმ კატეკორიას რომელსაც ახალი დაწყებული აქვს ვარჯიში, ამის მიუხედავად ფიქრობს რომ იცის როგორ ივარჯიშოს სწორად ტრენერის გარეშე და ამაყობს იმ ორი პრესის კუბიკით,რომელიც სიგამხდრისგან ეტყობა. ენძელას შემჩნევა ქუჩაში მარტივია, ის იბღინძება და ცდილობს ჩასუნთქულმა იაროს რათა დიდი მკერდი გამოუჩნდეს

კაჩოკი1- ბიჭო შეხედე ის ტიპი ფეხის ტრენაჟორზე ბიცეფსს აკეთებს
კაჩოკი2- დაიკიდე, ტიპიური ენძელაა

1

ენძელა

ასე ეძახიან სპორტ-დარბაზში მოვარჯიშე ტიპს, რომელიც რეალურად არაფერს აკეთებს და თავი კაჩოკი ჰგონია.

ენძელა : - ბიჭო ნახე რა ხოდზე ვარ, დღეს ფეხები გავაკაჩავე. ( თუმცა მან მხოლოდ ხუთი ჩაჯდომა გააკეთა და დანარჩენი დრო დასვენებასა და ფოტოების გადაღებას დაუთმო)