"მეც"-ის განმარტებები
27.03.2018
მეც
ერთადერთი რაციონალური პასუხი ყურმილის მეორე ბოლოდან ნათქვამ "მიყვარხარ"-ზე, რათა არ დავუშვათ იმ მომენტში მახლობლად მყოფი ადამიანების მეტად ინტიმურ სივრცეში შემოჭრა და ბოგინი.
სტატისტიკურად ამ ილეთს მამაკაცები უფრო ხშირად იყენებენ, რადგანაც რაციონალური აზროვნება მხოლოდ Y ქრომოსომაში მოიპოვება.
- შენს მეტი არავინ მყავს... ჩემი მეორე ნახევარი, სამყარო და გულისცემა ხარ და სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ!!!
- მეც